დებატებისას მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ 600 000 მოქალაქისთვის სესხის დაფარვას არანაირი კავშირი არ აქვს ამომრჩევლის მოსყიდვასთან. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა ბახტაძეს ჰკითხა აღნიშნული სესხების დაფარვასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მომხდარის გამო შეშფოთება არსებობს:
„არანაირი კავშირი ამომრჩევლის მოსყიდვასთან ამას არ აქვს. არჩევნებამდე ერთი წლით ადრე მე, როგორც ფინანსთა მინისტრმა მოვახდინე ამ საკითხის ინიცირება. როგორც პრემიერ-მინისტრმა აგვისტოში განვაცხადე, რომ ეკონომიკურ ცხოვრებაში ვერ მონაწილეობდა 600 ათასზე მეტი ადამიანი, რადგან ისინი „შავ სიაში“ იყვნენ. ეს პროგრამა იყო ძალიან წარმატებული და ნება მომეცით გავიმეორო, რომ ეს არანაირად არ იყო დაკავშირებული არჩევნებთან. ჩვენ ამ პროგრამაზე გაცილებით ადრე განვაცხადეთ, ვიდრე არჩევნები ჩატარდებოდა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






