ინიციატივა ე,წ დეპუტატს რაულ ლოლუას ეკუთვნის. მისი თქმით „აკრძალვა პირველ რიგში იმ მოქალაქეებს შეეხებად, რომლებიც ომში მონაწილეობდნენ ან ქართველებს ეხმარებოდნენ.“ ლოლუამ ე.წ კანონპროექტზე საუბრისას საქართველო ოკუპანტად მოიხსენია:
„ჩვენ მოგვმართეს ვვეტერანებმა და მოქალაქეებმა, რომლებმაც გვითხრეს, რომ მათთან მიდიან ქართული ეროვნების ადამიანები, რომლებიც ომამდე აფხაზეთში ცხოვრობდნენ, შემდეგ კი აფზაზეთი დატოვეს და ქონების დამტკიცებას ცდილობენ, იფორმებენ ქონებას ნოტარიუსის და სასამართლოს საშუალებით. ამიტომ ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, შევცვალოთ კანონი და ავუკრძალოთ მემკვიდრეობის მიღება იმ ადამიანების ოჯახის წევრებს, რომლებიც აფხაზეთის სუვერენიტეტის წინააღმდეგ იბრძოდნენ, მონაწილეობდნენ აფხაზეთის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში ან ეხმარებოდნენ ოკუპანტ ძალებს“- განაცხადა ლოლუამ.
აფხაზმა ე.წ კანონმდებლებმა კანონში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.
ლოლუას თქმით, მომავალში იგეგმება ცვლილება, რომელიც იმ პირებსა შეეხებათ, რომლებიც ომში არ მონაწილეობდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






