გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" წევრი ბიძა ივანიშვილის ინტერვიუს "შეშინებული კაცის დარდებს" უწოდებს.
გოცირიძე ივანიშვილის მიერ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ივანიშვილი არის ადამიანი, რომლისგანაც ინფორმაცია შეიძლება მისი წამოცდენებით მიიღო.
მისივე შეფასებით, ივანიშვილმა ინვესტორებს "ცუდი სიგნალი" გაუგზავნა.
"ეს იყო შეშინებული კაცის დარდები, რომელიც ხვდება, რომ კარგავს ძალაულფებას, რომ დარჩა მარტო, გაწირა ყველამ, ვისაც კი ელემენტარულად ჭკუა მოეკითხება. ოთხჯერ ახსენა „კაპიტანი გიგაური,“ ორჯერ მეტად შალვა შავგულიძე, უთვალავჯერ „ნაციონალური მოძრაობა“ და არცერთხელ უხსენებია რუსეთი.
არის გახლართული თავის პარტიულ ინტრიგებში, მიატოვა საყვარელმა პოეტმა მაღრაძემაც კი და დარჩა დამწყები პოეტი თალაკვაძის ამარა. ადამიანი, რომელსაც წამოცდენებით მეტის თქმა შეუძლია, ვიდრე ხმამაღალი საუბრით. წამოცდა, რომ ანაკლიის პროექტი არის წამგებიანი და მისი რენტაბელურობა შეიძლება მიღწეული იყოს 30-40 წლის შემდეგ, ამას რომ ინვესტორი მოისმენს, როგორ უნდა გაბედოს ანაკლიის პროექტში მონაწილეობა,“- განაცხადა რომან გოცირიძე.
მასალის გამოყენების პირობები






