თბილისის ავტობუსების მძღოლების რიგებს ექვსი ქალი შეემატა
პოლიტიკა - 13:08, 10 Apr, 2019     708

მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლის პოზიციაზე კიდევ ექვსი ქალი დასაქმდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ექვსივე ქალი „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ გადამზადების შესაბამისი პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ დასაქმდა.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“, დამატებით, ექვსი ქალი დასაქმდა. მათ დანარჩენი ქალი მძღოლების მსგავსად, გადამზადების სპეციალური კურსი გაიარეს, რომელსაც „სატრანსპორტო კომპანიისა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დახმარებით ვახორციელებთ. აღნიშნული გადამზადების პროგრამა დღეისთვის, 21 ქალს აქვს გავლილი. მათ D კატეგორიის მართვის მოწმობაც აიღეს. ქალი მძღოლები დედაქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრებს იმ ახალი მუნიციპალური ავტობუსებით მოემსახურებიან, რომლებიც თბილისში უახლოეს დღეებში ჩამოვა. მათი ნაწილი კი უკვე ჩამოსულია“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ქალებისთვის ავტობუსის მძღოლის სასწავლო კურსის განხორციელება გასული წლიდან დაიწყო. სწავლება „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარეობდა, რომელიც გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას ისახავდა მიზნად.

სასწავლო კურსი 25-მა ქალმა გაიარა, რომელთაც შესაძლებლობა ჰქონდათ, D კატეგორიის მართვის მოწმობა აეღოთ. კურსი და მართვის მოწმობის გამოცდის ღირებულება პროექტის მიერ ანაზღაურდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42