"გიჟია გიჟი, ექიმთან არის მისაყვანი, ივანიშვილი სერიალ ჩცდ-ს ბაქარაში საკუთარ თავს ხედავს"- გუბაზ სანიკიძე
პოლიტიკა - 12:06, 10 Apr, 2019     10140
გუბაზ სანიკიძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს გიჟს უწოდებს და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ფსიქიკურად დაავადებულია.

როგორც სანიკიძემ "ნიუპოსტს" განუცხადა, გუშინდელი ინტერვიუდან გამოჩნდა, რომ ყოფილი პრემიერი არჩევნებით ხელისუფლების დათმობას არ აპირებს.

გუბაზ სანიკიძე ყოფილ თანაგუნდელზე საუბრისას ამბობს, რომ ოლიგარქმა ჩცდ-ს ბაქარ ორჯონიკიძეში საკუთარი თავი დაინახა.

"ფსიქიურად დაავადებულია, ექიმთან არის მისაყვანი. ეს არ არის არც სარკაზმი და არც ღადაობა. ადამიანი აღარ არ არის ჭკუაზე, დაუპირისპირდა მთელ სამყაროს, მარტო ქართველ ხალხს კი არა მთელი სამყაროს წინააღმდეგაა. არის გადასული ჭკუიდან. გამოავლინა შიშები, თურმე ეშინია ქუჩის აქციების, ეშინია სერიალების. რამდენი სერიალი გადის ჩვენთან?! - გადის ერთი - "ჩემი ცოლის დაქალები", იქ რომ არის პერსონაჟი - ბაქარა ორჯონიკიძე მასში საკუთარ თავს ხედავს. ეს ჩვენ ხომ არ დაგვიბრალებია.

ახლა აპირებს საქართველოს ისტორიაზე ფილმის გადაღებას. მაგალითად ერთი იქნება - 301 და რატომ სამას ერთი - სამასი არაგველი არ იყო, უბრალოდ ერთი მძიმედ დაიჭრა და გადარჩა, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. დავით აღმაშენებელზე გადაიღებს ფილმს. აღმაშენებელი გაზარდა ჭყონდიდელმა, მაგრამ ეს არის მაშინდელი ბიძინას ფსევდონიმი. ფარნავაზი და ქუჯი ერისთავთან მიმართებით, იქ მესამე კაციც იჯდა, ბიძინა ივანიშვილი იყო, უბრალოდ ეგ ხომ თავმდაბალი კაცია და ინკოგნიტოდ დატოვა თავი ისტორიაში. ახალი წყაროები გამოჩნდნენ და სამნი ყოფილან თურმე - ფარნავაზი, ქუჯი და ბიძინა. დიდგორში, 200 მხედარი რომ შეაგზავნა ილღაზის ბაზაშაში დავით აღმაშენებელმა ის ასმეთაური იყო ბიძინა, ცხენზე იჯდა, აბჯარი ეცვა, კარგი დასანახი იქნებოდა. გიჟია, ჯიჟი, სამკურნალოა და სახიფათოა ქვეყნისთვის, ის არჩვენებით წასვლას არ აპირებს, ამას შეიძლება მთელი ქვეყანა შესწიროს"- განაცხადა "ნიუპოსტთან" გუბაზ სანიკიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42