„ასეთ უხერხულ მდგომარეობაში მყოფი ივანიშვილი არ მახსოვს, ჩემი პოლიტიკური მეხსიერება გაცილებით დიდია, ვიდრე მისი"- ბესელია ივანიშვილს სიცრუეში ადანაშაულებს
პოლიტიკა - 12:36, 10 Apr, 2019     1330

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პარტია „ქართული ოცნების“ მოქმედი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს, მმართევლი გუნდიდან წასული ეკა ბესელია ეხმაურება.

ბესელიას თქმით, ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუს დროს უხერხულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მან თავად აღიარა, თუ რატომ წავიდნენ სხვადასხვა დეპუტატები უმრავლესობის რიგებიდან:

„ასეთ უხერხულ მდგომარეობაში მყოფი ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუს დროს, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა ჩვენი წასვლის მიზეზებს, არ მახსოვს. ყოველ შემთხვევაში დიდი ხანია არ მახსოვს ესეთი და ეს იმით იყო განპირობებული, რომ არ იყო გულწრფელი როდესაც ამაზე საუბრობდა. არ შეიძლება მას არ ახსოვდეს ის პროტესტი, რომელიც ჯერ კიდევ მისი პოლიტიკაში მოსვლამდე გვქონდა ჩვენ, თუ ადევნებდა თვალს, რა თქმა უნდა, სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას, იმ მოსამართლეების ქმედების გამო, რომლებიც სწორედ ძალადობის მსახურნი იყვნენ და არა მსხვერპლნი, როგორც ის თავად უწოდებს მათ. ყოველ შემთხვევაში, ჩემი ბრძოლა არ დაწყებულა არც შარშან, არც შარშანწინ და არც გუშინ. 20 წელია უკვე სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის ვიბრძვი და ჩემი პოლიტიკური მეხსიერება გაცილებით დიდია, ვიდრე მისი აღმოჩნდა გუშინ სამწუხაროდ. თავად გასცა პასუხი იმ კითხვებს, რატომ წავედით ჩვენ პარტიიდან და რატომ დავტოვე ის პარტია, რომელიც მასთან ერთად დავაფუძნე, სწორედ იმ მთავარი განსხვავების გამო, რომლის დემონსტრირება მოახდინა მან ამ ინტერვიუთი, მან თქვა, რომ ის იცავს და მიაჩნია, რომ მსხვერპლნი არიან ის მოსამართლეები, რომელთა მიმართ არსებობს საზოგადოების მაღალი უნდობლობა, ზარდიაშვილები თურმე მსხვერპლნი არიან, იმიტომ, რომ მათ მოინანიეს და თქვეს, რომ მათი პატრონები, ადეიშვილ-მერაბიშვილები, თურმე არ არიან უსამართლოდ გასამართლებულები და ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ის დამდგარიყო ამ ადამიანების დამცველად“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42