„ინტერვიუ არ მინახავს და არც ვაპირებ. მითხრეს გახსენაო და 26 მაისის დამრბევების დაჯილდოება დაგაბრალაო..... ნუ მაგას ხო მივეჩვიე, რომ ჯერ 7 ნოემბრის დარბევა დამაბრალეს ( ამ ნაწილში სასამართლომ დაადგინა, რომ არანაირი კავშირი არ მქონია) და ახლა ამ ყველაფერს 26 მაისის დარბევაც დაემატა გამჭვირვობის დირექტორის რანგში. ოღონდ ბევრი ქართული ოცნების დღევანდელი ლიდერისგან განსხვავებით,26 მაისს საერთაშორისო გამჭვირვალობაში ვიყავი და პოლიციის მიერ გატაცებულ მომიტინგეებს ვეძებდი იზოლატორებში პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად.
ამ ყველაფერზე მგონი სერიოზული კომენტარის გაკეთებას აზრი არ აქვს. სასაცილოც აღარაა ეს იმ ფონზე, როცა შალვა შავგულიძე, გუბაზ სანიკიძე, დათო უსუფაშვილი, გია ხუხაშვილი, ბესელია, გოგიჩაიშვილი და მისი თანამოაზრეები, დათო მაღრაძეც კი ნაცია და მურუსიძე-ზარდიაშვილი აღარ.”- წერს ეკა გიგაური.
მასალის გამოყენების პირობები






