პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს არა ერთი გამოხმაურება მოჰყვა. მმართველი პარტიის ყოფილი წევრის ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, ივანიშვილს მოძალადე მოსამართლეები იოლ შემსრულებლებად ეგულება და მან ინტერვიუში დაადასტურა, რომ სწორედ მისი დამსახურებაა, სასამართლო სისტემაში მსგავსი მოსამართლეების არსებობა:
„ბიძინა ივანიშვმილმა გუშინ თავად გასცა პასუხი ჩვენი უმრავლესობიდან წასვლის მიზეზებს – ეს არის ის, რომ ივანიშვილი დგას მოძალადეების გვერდით. ჩვენ უმრავლესობა სწორედ იმის გამო დავტოვეთ, რომ მას უნდა საკუთარი კონტროლის ქვეშ ჰყავდეს სააკაშვილისა და ადეიშვილის მემკვიდრეობა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ივანიშვილი იდგა ჩინჩალაძის, მურუსიძის, ალანიას მხარეს, ადამიანებს ეს არ სჯეროდათ და ეგონათ, რომ შარზე ვიყავით, მაგრამ ეს ივანიშვილმა გუშინ თავად აღიარა და თავად გაავლო წყალგამყოფი, რომ ის დღეს დგას მოძალადეების გვერდით“, - განუცხადა ჟურნალისტებს ლევან გოგიჩაიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






