მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, პრემიერი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ლილიენ მორი პასკიესა და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ტორბიორნ იაგლანდს შეხვდება, რის შემდეგაც მედიისთვის განცხადებები გაკეთდება. ასევე, დაგეგმილია სხვა ორმხრივი შეხვედრები.
საქართველოს მთავრობის მეთაურს მოხსენებისთვის 20 წუთი ექნება. შემდგომი 40 წუთი კი, ევროპელ პარლამენტართა შეკითხვებს უპასუხებს.
ბახტაძის გამოსვლამდე სხდომათა დარბაზში ქართული ფოლკლორული სიმღერა აჟღერდება. ანსამბლი „რუსთავი“ „ჩაკრულოს“ შეასრულებს. დღესვე, ევროპის საბჭოს სასახლის წინ ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნება.
სტრასბურგში ვიზიტის დასასრულ პრემიერი სტუმრებს საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლისთავთან დაკავშირებულ ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლებს.
მასალის გამოყენების პირობები






