"არავითარ კავშირში არ იყო არჩევნებთან" - ივანიშვილი ვალების განულაბაზე
პოლიტიკა - 00:04, 10 Apr, 2019     907
"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ "იმედის" ეთერში საპრეზუდენტო არჩევნების წინ 600,000 ადამიანისთვის ვალების განულების საკითხზე ისაუბრა.
ყოფილი პრემიერი ირწმუნება, რომ ინიციატივა "არავითარ კავშირში არ იყო ამომრჩეველთან" და ირწმუნება, რომ UNICEF-ის კვლევამ მას საფინანსო სექტორში რეგულაციების შემოღების აუცილებლობა დაანახა.
"კვირიკაშვილთან ჩემი ძირითადი უკმაყოფილება UNICEF-ის გამოქვეყნებული კვლევა იყო. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, ღარიბი ნაწილი კიდევ უფრო გაღარიბდა, იმიტომ რომ ხელისუფლებამ თავის დროზე ვერ მიიღო რაღაც რეგლამენტაციები. ამასთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მინიშნებული და მითითებული იყო, რომ რეგლამენტები შემოსაღები იყო და აი, ეს იყო ჩვენი ასე ვთქვათ განხეთქილების მიზეზი და ეს იყო ტრაგიკული, როდესაც გავიგე, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ყოფა გაუარესდა, ტრაგიკული იყო ეს.

გახსოვთ მაშინდელი რეაგირებაც, კონფლიქტი პრემიერთან ამ ფონზე, ჩემი განცხადებებიც და სხვათა შორის ვისარგებლებ მომენტით და შევახსენებ მათ, ვინც ამ არჩევნების პროცესში ნაკლად ჩაგვიწერეს რომ 600,000 ადამიანს ავუნაზღაურეთ, ეს დაიწყო მაშინ და არავითარ კავშირში არ იყო არჩევნებთან.

ეს ტრაგიკული იყო პირადად ჩემთვის, და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წლის ბოლომდე როგორმე ეს გამოვასწოროთ. სამწუხაროდ, ეს ხელისუფლების მხრიდან ბოლომდე არ მოხერხდა და დასჭირდა ამას “ქართუ ფონდის” ჩარევა, მაგრამ ჩვენ 600,000 ადამიანი მოვახერხეთ და დავუბრუნეთ ზომიერ ცოხვრებას. ისინი გათიშული იყვნენ ეკონომიკური ცხოვრებიდან. შავ სიაში იყო 600,000 მოქალაქე,"- განაცხადა ივანიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42