"ხაზარაძემ გაიხსენოს, 70 მილიონს ვაძლევდი, ოღონდ გააკეთეთ მეთქი" - ივანიშვილი ანაკლიის პორტზე
პოლიტიკა - 00:03, 10 Apr, 2019     866

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში თქვა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებით სახელმწიფო ძალიან არის დაინტერესებული.

მისი თქმით, პროექტის განხორციელება კერძო ბიზნესისთვის რთული გასაკეთებელია, ვინაიდან მოგებას მხოლოდ რამდენიმე ათეული წლის შემდგომ მოიტანს.

ივანიშვილმა "თიბისი" ბანკის დამფუძნებელს ურჩია გაიხსენოს, რომ "როდესაც ანაკლიის პორტის პროექტისთვის კაპიტალს თავს ვერ უყრიდნენ, ხაზარაძეს 70 მილიონს როგორ ჩუქნიდა".

"ხაზარაძესაც შეუძლია გაიხსენოს, რომ როდესაც ესენი კაპიტალისგან ძალიან შორს იყვნენ, მას 70 მილიონს საჩუქრად ვაძლევდი, ოღონდ გააკეთეთ მეთქი, კაპიტალს რომ ვერ უყრიდნენ თავს. იმ დროს გამოჩნდა აბდუშელიშვილი, რომელსაც ამ ბიზნესში წილი აქვს და ეს უფრო ჯანსაღია, ვიდრე ნაჩუქარი ფული. მას სხვა, სერიოზული ბიზნესები აქვს და რაც იგი გამოჩნდა, ჩემი მონაწილეობა აღარ გახდა საჭირო, თორემ მე ვჩუქნიდი ფულს ყოველგვარი წილის გარეშე, იმდენად მინდოდა, რომ კერძო ბიზნესს ეს გაეკეთებინა და ამაზე უარს ვერ იტყვიან, იყო ეს დროც...

ყოველთვის სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, პროექტი იმდენად რთული და კერძო ბიზნესისთვის ნაკლებად საინტერესოა. კერძო ბიზნესი ცდილობს, 5-6, მაქსიმუმ 10 წელიწადში ფული ამოიღოს. უფრო ხანგრძლივი დროა საჭირო, შესაბამისად, ეს არ არის ხიბლიანი კერძო პროექტი. ინტერესი მხოლოდ ერთია, რომ ეს პორტი აშენდეს და თუ ამას კერძო ბიზნესი გააკეთებს, ეს ძალიან მისასალმებელი იქნება სახელმწიფოს მხრიდან. მე ეს რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი და ხაზარაძისთვის მადლობაც მაქვს გადახდილი, თუ ესენი ამას მოახერხებენ. ბიზნესმენი მუდამ მოგებაზე ზრუნავს და ამ პორტის მომგებიანობა ძალიან რთულია - შეიძლება 30, 40 ან მეტი წელი დასჭირდეს იმას, რომ ბიზნესმენმა რეალური მოგება მიიღოს. სახელმწიფოები აქტიურად მონაწილეობენ ასეთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში და დღევანდელი სახელმწიფოს როლიც ძალიან აქტიური და პოზიტიურია, გნებავთ კაპიტალში მონაწილეობა თუ ინფრასტრუქტურის მოწყობა - ყველაფერში მივყვებით, ყველაფერში მაქსიმალურად ეხმარება ხელისუფლება. დღესაც ამას ვისურვებდი, რომ მათ ეს მოახერხონ, საჯაროდ მადლობას გადავუხდი და გადავუხდი მას მერეც, როცა ეს განხორციელდება. ეს ძალიან საჭირო და სერიოზული ინფრასტრუქტურული პროექტია და თუ ვერ გააკეთებს კერძო ბიზნესი, სახელმწიფოს მოუნდება“, - აღნიშნა ივანიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42