"ასეთი უხეში ტრანზაქციები რუსეთის ველურ გარემოშიც არ კეთდებოდა" - ივანიშვილი თიბისი ბანკის საქმეზე
პოლიტიკა - 23:54, 09 Apr, 2019     852

"რა შუაშია ჩვენი 7 წელი ან თერთმეტი წელი"- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ "იმედის" ეთერში განაცხადა.

ივანიშვილის თქმით, თიბისი ბანკმა ჯარიმა გადაიხადა და აქ უკვე შეკითხვები აღარ არის.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ღირსეული ნაბიჯები გადადგა და ეს საჯაროდაც დაამტკიცა.

ივანიშვილმა ხაზი გაუსვა გვენეტაძის წინამორბედს და გიორგი ქადაგიძე "ნაციონალური მოძრაობის" სატელიტობაში დაადანაშაულა.

„ქადაგიძის წასვლიდან დაახლოებით წელიწადში დაიწყო გამოძიება. გიორგი ქადაგიძე იყო „ნაციონალური მოძრაობის წევრი“ და იქიდან იმართებოდა. როცა კობა გვენეტაძე გახდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, როდესაც სტრუქტურებმა დაიწყეს ჯანსაღი ფუნქციონირება და როდესაც მონიტორინგის სამსახურმა ეს ტრანზაქცია აღმოაჩინა, მაშინ დაიწყო გამოძიება. ეს ტრანზაქცია იოლი აღმოსაჩენი იყო და არ სჭირდებოდა დიდი ფოკუსირება. რა შუაშია ჩვენი მე-7 წელი ან 11 წელი. კერძო ტრანზაქციაზე აგონ პასუხი. ამაზე ისაუბრონ,“ - აღნიშნა ივანიშვილმა.

რაც შეეხება სადაო ტრანზაქციას ივანიშვილის თქმით, "ასეთი უხეში ტრანზაქციები რუსეთის ველურ გარემოშიც არ კეთდებოდა".

"ორი სიტყვით ოპონენტებს მივანიშნებდი. მათ ძირითადად ეს აქვთ საფუძვლად, რომ რატომ 11 და 10 წლის შემდეგ და არა ის, თუ რატომ მოხდა ეს ტრანზაქცია, რომელიც ძალიან უხეშია. თუ საბანკო სისტემაში შეიძლება უხეში ქმედებები, ამაზე უხეში მე ვერ წარმომიდგენია.

11 და 10 წელს რაც შეეხება, ჯერ ერთი, ეს კანონიერების ფარგლებშია, ამასთან ხანგრძლივობას თუ შევხედავთ, არ არის მაინც და მაინც 11 წელი გასული. 1თერთმეტი რომც იყოს, მოიშველიონ კანონი და თქვან, რომ კანონი ირღვევა. დღეს რომ მომხდარიყო რას იტყოდნენ? ამას გასცენ პასუხი. ტრანზაქციაზე გასცენ პასუხი, როგორი უხეშია"- თქვა ივანიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42