შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე ვეტერან პოლიციელებს შეხვდა
პოლიტიკა - 14:54, 09 Apr, 2019     836

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე ვეტერან პოლიციელებს შეხვდა.

9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ პოლიციელებს რომლებმაც 1989 წლის 9 აპრილს მომიტინგეები დაიცვეს და მათი სიცოცხლე გადაარჩინეს, თავგანწირვისთვის მადლობა გადაუხადა:

,,დღეს, მართლაც უდიდესი პატივი მხვდა წილად, ვდგავარ იმ ადამიანების გვერდით, ვინც გმირობით დაამტკიცა, თავის თავგანწირვა ჩვენი მოქალაქეების და სამშობლოსთვის. სწორედ ეს არის ის მთავარი ღირებულება რაზეც დაფუძნებულია ქართული პოლიცია. და ყველა ჩვენგანი, ვინც დღეს ამ პროფესიას ემსახურება, ვალდებულია ახსოვდეს თქვენი თავდადება, როგორც ქართველი ხალხის სამსახურში დგომის უდიდესი მაგალითი. 9 აპრილს, ქართული პოლიცია - თითოეული თქვენგანის შემადგენლობით, არათუ არ დაემორჩილა რუს გენერალს და სადამსჯელო ოპერაციაში მონაწილეობა არ მიიღო, არამედ საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვა ჩვენი მოქალაქეები და უამრავი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს და დასახიჩრებას. ყველას გვახსოვს, რომ თქვენ, გმირულად, სრულიად უიარაღოდ, რუსეთის ტანკების წინ, საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად გადაეფარეთ ჩვენ მოქალაქეებს, ახალგაზრდებსა და ბავშვებს. რომ არა თქვენ, ნამდვილად კიდევ უამრავ უდანაშაულო სიცოცხლეს შეიწირავდა რუსული არმია. ‘’ განაცხადა კახა საბანაძემ.

ვეტერან პოლიციელებს შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით მადლობის სიგელები და საქართველოს დამოუკიდებლობის მედალიონები გადაეცათ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42