გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა და სანდრა რულოვსმა, ზუგდიდში, 9 აპრილის გმირების მემორიალთან, თავისუფლებისთვის მოკლულების ხსოვნას პატივი მიაგეს
პოლიტიკა - 13:16, 09 Apr, 2019     554

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა და ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა, ზუგდიდში, 9 აპრილის გმირების მემორიალთან, თავისუფლებისთვის მოკლულების ხსოვნას მიაგეს პატივი.

"დღეს 9 აპრილია. 30 წელი გავიდა დიდი ტრაგედიიდან, რომელიც ქართველი ხალხის დიდი თავგანწირვაც იყო. 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა სამხედრო - სადამსჯელო მანქანამ 21 ადამიანი მოგვიკლა, ასობით სხვა კი მოგვიწამლა და დაასახიჩრა.

ეს იყო კრემლის სასტიკი რეაქცია მშვიდობიანი დემონსტრანტების მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნაზე. მაშინდელმა სისატიკემ ქართველი ხალხი ვერ გატეხა. 9 აპრილის დანაშაულმა ის უფრო კონსოლიდირებული გახადა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში და 2 წლის თავზე, ტრაგედიის დღე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ იქცა.

უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით - 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე და 9 აპრილის გმირების სახელით - გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა.

9 აპრილი თავდადების, სიმართლის, სიმტკიცის, ჩვენი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დღეა. ეს არის დიდი ტრაგედიის და დიდი გამარჯვების დღე. თითოეული ჩვენგანი უნდა შრომობდეს და იბრძოდეს იმისთვის, რომ 9 აპრილის იდეალები იყოს დაცული საქართველოში.

ჩვენ მართლა უნდა წარმოვადგენდეთ ისეთ სახელმწიფოს , რომელიც თავის საფუძვლად სწორედ ამ იდეალებს გულისმობს. 1991 წლის 9 აპრილიდან მოყოლებული საქართველო ისევ დამოუკიდებელი სახელმწიფოა, ბრძოლა კი, რასაც 9 აპრილის გმირები შეეწირნენ, ერთი წუთით არ შეწყვეტილა. ის ბოლომდე მისაყვანია.

ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი და არასდროს დავივიწყებთ ჩვენს გმირებს" - აღნიშნულია გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42