"ქვები დავუშინეთ რუსი სამხედროების კოლონას, გადმოგვეკიდნენ და ნახევარი ეზო სახურავზე ვიმალებოდით, შეშინებულები და თან ამაყები..." - ელისაშვილის ემოციური ისტორია 9 აპრილის ტრაგედიაზე
პოლიტიკა - 12:55, 09 Apr, 2019     877
სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ისტორიას იხსენებს.

"9 აპრილის დილით მახსოვს მამაჩემის გინებამ გაგვაღვიძა მე და ჩემი და - რუსმა უჯიშოებმა ქალები დახოცეს რუსთაველზეო. მახსოვს დაძაბული სიჩუმე მთელ ჩვენ უზარმაზარ ეზოში. მერე პავლოვზე რუსი სამხედროების კოლონამ ჩამოიარა და ბავშვებმა ქვები დავუშინეთ. რუსები გადმოხტნენ და გამოგვეკიდნენ. რამდენიმე საათი ნახევარი ეზო სახურავზე ვიმალებოდით მაგარი შეშინებულები და თან ამაყები რომ რამდენიმე მანქანას ფარები ჩავუმტვრიეთ. საღამოს პავლოვზევე უზარმაზარი საპროტესტო კოლონა მოდიოდა, სიგნალებით, სამფეროვანი დროშებით. ბავშვები ხეებზე ვიყავით ამძვრალები და ჩვენ მიერ სახელდახელოდ დამზადებულ დროშებს ვიქნევდით. მეორე დღეს სიონთან მივედით. მახსოვს წარმოუდგენლად ბევრი ყვავილი და საოცარი, გამაოგნებელი ერთიანობა იყო. ყველა ერთმანეთს უსამძიმრებდა, ყველა ერთმანეთს ამხნევებდა. ამაყი გლოვა იყო რაღაცნაირი. უბრალოდ დღემდე ვერ ვხვდები 9 აპრილის გამაოგნებელი სოლიდარობის შემდეგ ასევე გამაოგნებელი სიშმაგით როგორ დავერიეთ სულ რაღაც 2 წელიწადში ერთმანეთს ჯერ რუსთაველზე, მერე სამეგრელოში? თუმცა დღეს 9 აპრილის და ყველას დიდება ვინც დაიღუპა და ვინც წინააღმდეგობას უწევდა რუს გარეწრებს იმ ღამეს ! " - წერს ალექსანდრე ელისაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42