პრეზიდენტის სასახლეს სახელი გადაარქვეს - ავლაბრის რეზიდენციას სახელმწიფო ცერემონიების სასახლე ჰქვია და დღეს ის სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ, პირველად გაიღება.
„სახელწოდების ცვლილებასთან დაკავშირებით შესაბამის განკარგულებას გამოსცემს საქართველოს მთავრობა. ეს არის შეთანხმებული, სწორედ ამ შეთანხმების საფუძველზე იმართება დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერთათვის პრეზიდენტის სახელით მიღება ავლაბარში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში.
რაც შეეხება ადმინისტრაციულ ნაწილს, საქართველოს პარლამენტში შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც მუშაობს ამ საკითხზე. რა თქმა უნდა, კომისიის მუშაობაში ჩართულია როგორც მთავრობა, ისე პრეზიდენტის ადმინისტრაცია და განიხილება შესაბამისი ვარიანტები, თუ რა განთავსდება ადმინისტრაციულ ნაწილში“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.
მეხუთე პრეზიდენტის მიღება, რომელიც 9 აპრილს უკავშირდება, სწორედ ავლაბრის რეზიდენციაში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






