ბიძინა ივანიშვილის მიერ 9 აპრილის 30 წლისთავისთვის მიძღვნილი წერილი - თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია ამბობს, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მიმართვაში სწორი აქცენტები დასვა.
მისი შეფასებით, წერილი მიმართულია იმისკენ, რომ ახალი გამოწვევების ფარგლებში უნდა შევძლოთ დემოკრატიული ინსტიტუტების უფრო გამყარება.
"მივესალმები წერილის პათოსს, რომლის მთავარი პრინციპი, საზრისი არის ის, რომ გარკვეული პრინციპების, იდეების გარშემო უნდა შევძლოთ კონსოლიდაცია, გაერთიანება. ეს არის თითეულის ვალდებულება და ეს პრინციპები არის სწორედ ის მონაპოვარი, რაც 9 აპრილის შედეგად მოვიპოვეთ. 9 აპრილის გარშემო ზუსტად ეს სწრაფვა იყო თავისუფლებისკენ და ამ წერილის შინაარსიც არის მიმართული იმისკენ, რომ ახალი გამოწვევების ფარგლებში ჩვენ უნდა შევძლოთ დემოკრატიული ინსტიტუტების უფრო გამყარება და ამით თვითრეალიზება, როგორც ერმა, რომელსაც სურს ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს თავისუფალ საზოგადოებათა სამყაროში," -განაცხადა ლევან იზორიამ.
თავადაცვის მინისტრმა დღე 9 აპრილს დაღუპულებს პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
მასალის გამოყენების პირობები






