მთავრობის მეთაურმა ამ ტრაგიკული დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა:
"მთელი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორია ეს არის თავისუფლებისთვის ბრძოლა და თავისუფლებისთვის ბრძოლა დღესაც გრძელდება. მე ქედს ვიხრი ჩვენი გმირების, მათი ხსოვნის წინაშე და დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ერი ყოველთვის ერთგული დარჩება იმ იდეალების, რისთვისაც 30 წლის წინ გაერთიანდა ქართველი ერი. გაერთიანდა ძალიან ძლიერად და ამან მოგვიტანა ჩვენ, ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენა,”-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის თქმით, სწორედ 9 აპრილმა აჩვენა, რომ ერს ერთიანობით ისტორიის შეცვლა შეუძლია.
"ეს დღე ერთის მხრივ ძალიან ტრაგიკულია, მეორეს მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ახალი ისტორიისთვის, ახალი ეტაპისთვის, დამოუკიდებლობის დაბრუნებისთვის. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთი მოვლენების შედეგად, ერის გაერთიანების შედეგად არის შესაძლებელია ისტორიის შეცვლა,“-განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






