აღნიშნულ თემაზე კომენტარი გაკეთდა, როგორც საქართველოში თურქეთის დიპლომატიური წარმომადგენლობაში ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც.
როგორც თურქეთის საელჩო აცხადებს, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ანკარის პოზიცია ცნობილია, შესაბამისად, შეუძლებელია ოკუპირებულმა ცხინვალმა თურქეთში რამე წარმომადგენლობა გახსნას.
„საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით თურქეთის პოზიცია ცნობილია. თურქეთი არ სცნობს „სამხრეთ ოსეთს“ და აქედან გამომდინარე, შეუძლებელია რამე წარმომადგენლობის გახსნა“- განაცხადეს თურქეთის საელჩოში.
საქართველოს საგარეო უწყების თქმით, „ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. დიპლომატიური წარმომადგენლის გამოცხადებას თურქეთის რესპუბლიკაში არანაირი იურიდიული ძალა აქვს და არაფერი აქვს საერთო დიპლომატიასთან“.
მასალის გამოყენების პირობები






