"ზოგიერთი სკოლა მალავს ადრეული ქორწინების/ნიშნობის შემთხვევებს"- ომბუდსმენმა განათლების სამინიტროს რეკომენდაციით მიმართა
პოლიტიკა - 17:21, 08 Apr, 2019     1010
2019 წლის 29 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ადრეულ ასაკში ქორწინების და ნიშნობის ფაქტებზე არაეფექტური რეაგირების შესახებ რეკომენდაციით მიმართა.


სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი საქმეების მიხედვით, ხშირია შემთხვევები, როდესაც ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულებები ინფორმირებულნი არიან ქორწინების/ნიშნობის ფაქტის შესახებ, თუმცა არ მიმართავენ პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებს. ერთის მხრივ, პრობლემურია რეფერირების განხორციელება იმ საქმეებზე, სადაც სკოლა შემთხვევების ოფიციალურ აღრიცხვას ახდენს, მეორე მხრივ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი საქმეებიდან დგინდება, რომ ზოგიერთი სკოლა მალავს ადრეული ქორწინების/ნიშნობის შემთხვევებს და სათანადოდ არ აღრიცხავს სკოლაში გოგოების გამოუცხადებლობის ფაქტებს. ხშირ შემთხვევებში სკოლის ადმინისტრაცია უთითებს, რომ ინფორმირებული არ არის ადრეული ქორწინების თუ ნიშნობის ფაქტის შესახებ და ამ გზით ცდილობს პასუხისმგებლობის არიდებას.

სკოლის მხრიდან ადრეული ქორწინების/ნიშნობის ფაქტების დამალვის პრობლემა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ქვემო ქართლის რეგიონში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში განხორციელებული მონიტორინგისას გამოვლინდა. სახალხო დამცველი მოცემული სკოლის 3 მოსწავლის ადრეულ ასაკში ქორწინების/ნიშნობის საქმეს სწავლობს. მონიტორინგისას ადრეული დაქორწინებული/დანიშნული გოგოების სკოლაში არ ყოფნის მიუხედავად მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალებში ინფორმაცია მითითებული არ იყო. მნიშვნელოვანია, თითოეულ პედაგოგს გააზრებული ჰქონდეს რას ემსახურება მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების სათანადო აღრიცხვა, ხოლო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარღვევის გამოვლენისას, დადგეს სათანადო პასუხისმგებლობის საკითხი.

რეკომენდაციით საქართველოს სახალხო დამცველმა მოითხოვა აღნიშნულ სკოლაში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის წარმოების წესის დარღვევის ფაქტების შესწავლა და სათანადო ზომების მიღება; კონტროლის გამკაცრება მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრებისა და აღრიცხვის ჟურნალის წარმოების წესების და რეფერირების დოკუმენტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე; ასევე, მასწავლებელთა ცნობიერების ამაღლება ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხებთან დაკავშირებით არსებულ ვალდებულებებზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42