"ივანიშვილის მხრიდან ლებედის დაფინანსება ტაქტიკური ნაბიჯი იყო" - ქანთარია 9 აპრილის სადამსჯელო დივიზიის მეთაურის და ივანიშვილის ურთიერთობაზე
პოლიტიკა - 16:59, 08 Apr, 2019     2780
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ღია წერილs გამოხმაურება მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. 9 აპრილთა დაკავშირებით საუბრისას, ივანიშვილს ოპოზიცია გენერალ ლებედის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებას ახსენეს. გენერალი ლებედი 1988 წლის მარტიდან სსრკ არმიის 106-ს საჰაერო-სადესანტო დივიზიას მეთაურობდა. სწორედ ეს დივიზია მონაწილეობდა უსასტიკეს სამხედრო – სადამსჯელო ოპერაციებში თბილისში 1989 წლის აპრილში და ბაქოში 1990 წლის იანვარში.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნუკრი ქანთარიას განცხადებით, გენერალ ლებედის დაფინანსება სავარუდოდ სიმართლეა და აღნიშნული ივანიშვილის მხრიდან, იმპერიოდისთვის იყო ტაქტიკური ნაბიჯი:

„ბიძინა ივანიშვილის წერილი გათვლილი არ არის, უგულავაზე, ბობოხიძეზე, ეს გათვლილია საზოგადოების ფართო ფენაზე და 9 აპრილის ანალიზს გვთავაზობს. კარგად მახსოვს, რა დღეები იყო, რადგან მონაწილე ვიყავი. 9 აპრილის შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში მთელი ერის სიზმრის მსგავსი გაერთიანება იყო. არც კრიმინალი მომხდარა და არც სხვა რამე. მაშინ საოცარი ერთიანობა იყო, დიდი ტკივილებით გამოწვეული. ალბათ, ბიძინა ივანიშვილი ამას გულისხმობს. რაც შეეხება კითხვას გენერალ ლებედს თუ აფინანსებდა, ალბათ აფინანსებდა, რადგან ნათქვამი აქვს, მაგრამ ეს წმინდა ტაქტიკური იყო, რადგან ლებედი რომ არ გასულიყო, „კომუნისტების“ ლიდერი ზუგანოვი სრული წარმატებით გადიოდა და ელცინი, რომელიც მეტ-ნაკლებად დემოკრატიული ფრთის წარმომადგენელი იყო, მიღმა რჩებოდა. ეს ტაქტიკა საარჩევნო პოლიტიკაში აპრობირებულია“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

ბიძინა ივანიშილიმა 9 აპრილთან დაკავშირებული ღია წერილი დღეს გამოაქვეყნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42