"9 აპრილი შეგვახსენებს ერთიანობის და ერთსულოვნების მნიშვნელობას, ამ სულისკვეთებით არის დაწერილი ის წერილი, რომელიც დღეს საზოგადოებას წარუდგინა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა" - კობახიძე
პოლიტიკა - 17:04, 08 Apr, 2019     713
„ჩვენ უნდა ვისწავლოთ ისტორიულ გამოცდილებაზე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საზოგადოებაში იყოს უზრუნველყოფილი ერთიანობა და ერთსულოვნება და სწორედ ამ სულისკვეთებით არის დაწერილი ის წერილი, რომელიც დღეს საზოგადოებას წარუდგინა ბიძინა ივანიშვილმა",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


ირაკლი კობახიძის თქმით, ქართველი ხალხი არასდროს ყოფილა ისეთი ერთიანი და ერთსულოვანი, როგორც 1989 წლის 9 აპრილს და 9 აპრილის შემდეგ.

„9 აპრილი არის მოვლენა, რომელიც ჩვენ შეგვახსენებს ერთიანობის და ერთსულოვნების მნიშვნელობას. არასდროს ისეთი ერთიანი და ერთსულოვანი არ ყოფილა ქართველი ხალხი, როგორც 9 აპრილს და 9 აპრილის შემდეგ. შემდეგ გვახსოვს ჩვენ მოვლენების განვითარება და მთავარი, რამაც განაპირობა პრობლემები ჩვენს ქვეყანაში, იყო სწორედ ერთიანობის არ არსებობა და განხეთქილება საზოგადოებაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რა თქმა უნდა, ამ ისტორიულ გამოცდილებაზე და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საზოგადოებაში იყოს უზრუნველყოფილი ერთანობა და ერთსულოვნება და სწორედ ამ სულისკვეთებით არის დაწერილი ის წერილი, რომელიც დღეს საზოგადოებას წარუდგინა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე შეფასებით, არის რადიკალიზაციისა და განხეთქილების გაღრმავების მცდელობა, ხოლო მმართველი გუნდის ამოცანა საზოგადოების ერთიანობის ხელშეწყობა და სახელმწიფოს წინსვლაა.

„არის რადიკალიზაციის მცდელობა, განხეთქილების გაღრმავების მცდელობა და ეს აწყობთ, რა თქმა უნდა, იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც სურთ რევანში და არა საზოგადოების და სახელმწიფოს წინსვლა. ჩვენი ამოცანა არის სახელმწიფოს წინსვლა, აქედან გამომდინარე, არავის არ უნდა მივცეთ რადიკალიზაციის, განხეთქილების ჩამოგდების შესაძლებლობა და მოწოდებული ვართ იქითკენ, რომ პირიქით, ხელი შევუწყოთ საზოგადოების ერთიანობას და საზოგადოების დარაზმვას საერთო მიზნის გარშემო და ეს საერთო მიზანი არის სახელმწიფოს განვითარება, ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელება, ჩვენი საერთაშორისო პოზიციების გაძლიერება, კეთილდღეობის დონის ამაღლება ჩვენს ქვეყანაში",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42