„ჩვენთან დემოკრატიის განვითარება უსწრებს ეკონომიკის განვითარებას“ - ქობულია ივანიშვილს ეთანხმება
პოლიტიკა - 16:31, 08 Apr, 2019     640

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია ბიძინა ივანიშვილს ეთანხმება და აცხადებს, რომ დემოკრატიის განვითარება ქვეყანაში ეკონომიკის განვითარეაბს უსწრებს. აღნიშნულის შესახებ ივანიშვილი ღია წერილში საუბრობს:

„ძალიან ხშირად ოპონენტები აპელირებენ ეკონომიკის სუსტ განვითარებაზე. ჩვენ შევინარჩუნეთ ეკონომიკური ზრდა, რეგიონში დიდი რეცესიის მიუხედავად. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს, რომელშიც ვართ, ანუ რა ხდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. ვიცით, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ბოლო წლებში აღინიშნებოდა საკმაოდ დიდი რეცესია. დღესაც რომ ვნახოთ, რა ხდება რუსეთში, თურქეთში ეს ქვეყნები არის ჩვენთვის კაპიტალის წყაროები, ჩვენი თანამოქალაქეები იქ მუშაობენ, იქედან აგზავნიან ფულს საქართველოში. ინვესტორებიც ბევრი გვყავს ამ ქვეყნებიდან, ყიდულობენ ჩვენს საქონელს. რა თქმა უნდა, თუ იმ ქვეყნებში არ არის ეკონომიკური განვითარება, ჩვენთვის ძალიან ძნელია ისეთი შედეგების მიღწევა, როგორიც შეგვეძლო. მიუხედავად ამისა, ჩვენ დავდეთ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. რაც არის თავის მხრივ შედეგი იმ რეფორმების, რომელიც იყო გატარებული. როდესაც ვამბობთ, რომ საქართველო მეექვსე ადგილზეა მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით, ეს ხომ არის დაფუძნებული ძალიან სერიოზულ კვლევებზე. ამის მისაღწევად ხომ იყო გატარებული მთელი რიგი რეფორმები, იგივე ბიზნესის რეგულაციები, საგადასახადო სისტემის, კორუფციის აღმოფხვრის თვალსაზრისით. ეს გვაძლევს საფუძველს ვილაპარაკოთ, რომ მიუხედავად რეგიონში არსებული რეცესიისა, ჩვენი ეკონომიკა იზრდება. რა თქმა უნდა ბევრად მეტის გაკეთება შეიძლება და ჩვენ ამის გაკეთებას ვაპირებთ“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42