„ქურდების არჩეულ პრეზიდენტთან მისვლას არ ვაპირებთ"- დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერები საქართველოს პრეზიდენტს პროტესტს უცხადებენ
პოლიტიკა - 15:58, 08 Apr, 2019     1636
უზენაესი საბჭოს დეპუტატების ერთი ნაწილი, რომელმაც 1991 წლის 9 აპრილს ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა მხარი, ხვალ სალომე ზურაბიშვილის მიერ დაგეგმილ საზეიმო მიღებაზე არ მივა. მათი თქმით, არ სურთ მოისმინონ ყალბი მილოცვა იმ პრეზიდენტისგან, რომელიც თავის დროზე პუტჩისტებს უჭერდა მხარს და ქვეყნის ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ პუბლიკაციებს აქვეყნებდა.

„მან დაწერა ერთხელ ისეთი წერილი: ჯაბა იოსელიანი, თენგიზ სიგუა, კიტოვანი არიან დემოკრატები და ებრძვიან ტირანიას. მივესალმები მათ გამარჯვებას. ამაზე მეტი პასკვილი რა უნდა იყოს. ეს ყველაფერი განცხადება მიმართული იყო ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ. ამიტომ მე მიჭირს მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტს პატივს ვცემ, ჩემს სახელმწიფოს, ჩემს სამშობლოს მე მიჭირს მივიდე ხვალ იქ და ჩამოვართვა ხელი ისეთ პრეზიდენტს რომელსაც წვლილი მიუძღვის თავისი წერილებით კანონიერი ხელისუფლების დამხობაში,“-განაცხადა უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრმა რევაზ კემულარიამ.

ბიმურზა დადეშქელიანი-აფრასიძე აცხადებს,რომ სალომე ზურაბიშვილის ქურდების არჩეულ პრეზიდენტია და ის არ აპირებს ხვალ მასთან მისვლას და ხელის ჩამორთმევას.

„ქურდების არჩეულ პრეზიდენტთან მისვლას და მის აღიარებას არ ვაპირებ. თანაც ისე დანაშაულებრივი გზით მიღებული კამპანია, რომელიც ჩაატარეს დანაშაულებრივი გზით და ისე აირჩიეს ის პრეზიდენტი არ ვაპირებ მისვლას. მიუხედავად ყველაფრისა ჩვენ 90-იანწლებიდან ვიცოდით რას წარმოადგენდა ქალბატონი სალომე და მისი მეუღლე. არც ერთ ზვიადისტს არ გვეშლება. შეიძლება სხვას შეეშალა ვინც არ იყო ზვიადისტი. ჩვენ არ შეგვშლია. ჩვენ შესანიშნავად ვიცოდით ვინ იყვნენ და ახლა იმასთან მისვლა...მე არ მესმის რა აზრი აქვს, მივიდე და ტაში დავუკრა?,“-განაცხადა ბიმურზა დადეშქელიანი-აფრასიძემ.

უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრები აცხადებენ, რომ ისინი არ თანამშრომლობენ ხელისუფლებასთან, რომელიც ზვიად გამსახურდიას მკვლელობას არ იძიებს.

„თუ გავითვალისწინებთ სალომე ზურაბიშვილის პერსონაჟს თვითონ ვერ გეტყვით უნდა მოგვილოცოს თუ უნდა მოგვისამძიმროს ეს დღეს. იმიტომ რომ 30 წელზე მეტია ჯერ მაშინ ებრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობას და სახელმწიფოებრიობას, შემდეგ მიესალმა რუსეთ საქართველოს ომს როდესაც ჩვენ დაგვამხეს და დემოკრატიული რევოლუცია უწოდა ისევე როგორც შევარდნაძემ. თუ გავითვალისწინებთ ბოლო წლების მოვლენებსაც მისი განცხადებები ყველა არის საქართველოს სამტროდ მიმართული,“-განაცხადა ნემო ბურჭულაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42