პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშილმა 9 აპრილთან დაკავშირებით, ღია წერილი გაავრცელა. ივანიშვილის წერილს ოპოზიციის რიგებში ცინიკურს უწოდებენ. პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, ივანიშვილის წერილი, რომელიც 9 აპრილს ეძღვნება და მისი ვიზიტი სოფელ ხიბულაში მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს, "ქართულ ოცნებას" შუალედური არჩევნების წინ ხმები სჭირდება.
"მარტივად, ბიძინა ივანიშვილს სჭირდება ხმები წინასაარჩევნოდ და ახლა ცდილობს ადამიანების გულის მოგებას, განსაკუთრებით სამეგრელოში. ისეთივე ყალბია ეს წერილი,როგორც ყალბი იყო მისი ვიზიტი ხიბულაში, რომელიც მხოლოდ წინასაარჩევნოდ ხმების მოპოვებაზე იყო ორიენტირებული.
ადამიანი, რომელიც პირდაპირ აფინანსებდა გენერალ ლებედის წინასაარჩევნო კამპანიას, რომელიც იმ სადესანტო დივიზიის მეთაური იყო, რომელიც არბევდა სასტიკად მშვიდობიან მომიტინგეებს 9 აპრილს, რა თქმა უნდა, ესეც უდიდესი ცინიზმია მისი მხრიდან და მას ჰგონია, რომ ადამიანებს უახლესი ისტორია ავიწყდებათ.
არა, არ ავიწყდება ადამიანებს უახლესი ისტორია და ამ ცინიზმს წინასაარჩევნოდ ხმების მონადირების მიზნით ასეთი ეპისტოლეების გამოქვეყნებას დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანები არ ირწმუნებენ მის გულწრფელობას და შესაბამისად არ მიიღებენ,“-ამბობს თინა ბოკუჩავა.
მასალის გამოყენების პირობები






