საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს მოუწოდებს, რომ უკრაინის პასპორტი დაუბრუნოს და ქვეყანაში შეუშვას:
„პეტრ ალექსის ძევ, თქვენ ამბობთ, რომ შეიცვალეთ, გსურთ კანონის შესაბამისად ცხოვრება. აი თქვენ მარტივი ტექსტი, იმის გასაგებად, მართალია თუ არა, რასაც ამბობთ. თქვენ კარგად გახსოვთ, რომ 2 წლის უკან, ისარგებლეთ რა იმით, რომ მე ქვეყანაში არ ვიყავი (მე წავედი აშშ-ში იმისთვის, რომ კონგრესში უკრაინის ინტერესებისთვის ლობირება გამეწია) მოქალაქეობა ჩამომართვით.
მოქალაქეობა ჩამომართვით ,როგორც უკრაინული კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისო ნორმების დარღვევით, იმიტომ რომ არ შეიძლება ადამიანს მოქალაქეობა ჩამოართვა, თუ მას სხვა ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვს. თქვენი ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლის გამო ეს საქმე უკრაინის სასამართლოებში შეფერხებულია, სასამართლოები საბოლოო გადაწყვეტილებას ვერ იღებენ იმიტომ, რომ არ სურთ სტრასბურგში წავიდე, რადგან ევროპული სასამართლო, მაშინვე დამიბრუნებს მოქალაქეობას.“- განაცხადა საააკაშვილმა.
„თქვენთან მარტივი შეკითხვა მაქვს: შეძლებთ უმტკივნეულოდ აღადგინოთ კანონიერება, დამიბრუნოთ უკრაინული პასპორტი და შემომიშვათ უკრაინაში? თუ არ გეშინიათ, თუ მართლაც ასეთი მამაცი ხართ და ნამდვილად გადაწყვიტეთ რომ შეიცვალოთ, თქვენ შესაძლებლობა გაქვთ ასე მოიქცეთ, მოიქცეთ როგორც კანონის გარანტი და იმოქმედოთ ადამიაურად სწორად.“- აცხადებს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.
მასალის გამოყენების პირობები






