"ბაგრატიონების ცირკშაპიტო" - 90 ათასი ლარის გამო დაწყებული სამეფო სკანდალი თუ ძალადობა დედოფალზე, რაც ჰყვება მუხრანელის ადვოკატი?
პოლიტიკა - 15:29, 08 Apr, 2019     4060
სამეფო კარის თამაშები გრძელდება - მას შემდეგ რაც დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ქვეყანა დატოვა, მისი ყოფილი მეუღლის, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის უფლებადამცველები აკეთებენ ხმაურიან განცხადებას, რომ დავითი დავით ბაგრატიონი გამოძიებას გაექცა.

ანა ბაგრატიონის ადვოკატმი ლევან გორელაშვილი ამბობს, რომ გამგზავრებამდე, სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა დავითმა ანას დაურეკა და ფაქტობრივად ემშვიდობებოდა.

ადვოკატი ამბობს, რომ გასაფრენი ბილეთის შეძენის დრო მნიშვნელოვნად უსწრებს წინ, დედის ავადმყოფობის შეტყობინების ამბავს, რაც ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატის ვარაუდით, მიანიშნებს, რომ ავადმყოფობის ფაქტი დავითს ქვეყნიდან წასვლისა და გამოძიებისთვის თავის არიდების გამართლებად სჭირდებოდა.

ადვოკატმა სამარცხვინო უწოდა განცხადებას იმის შესახებ, რომ თითქოს დავით მუხრანელი პოლიტიკური დევნის ობიექტია.

მისი თქმით, დავითი ამ ხელისუფლების პირობებში დიდ მხარდაჭერას იღებს კონკრეტული საჯარო მოხელეებისგან.

"ნიუპოსტი" ლევან გორელაშვილის განცხადების კომენტირებისთვის დავით ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატს, ლევან ჩხეიძეს დაუკავშირდა. მასთან საუბარი სწორედ "პოლიტიკური დევნის" შესახებ გაკეთებული განცხადებით დავიწყეთ, თუმცა ჩხეიძემ თქვა, რომ "გორელაშვილს პასუხის ღირსად არ თვლის".

რაც შეეხება სატელეფონო ზარს, უფლებადამცველის თქმით, ის გაფრენამდე დავით ბაგრატიონთან ერთად იყო, თუმცა ვერ იხსენებს, რომ ბაგრატიონს ყოფილი მეუღლისთვის დაერეკა.

"ესეც მორიგი ტყუილია. დავითმა ბილეთი ჩემს თვალ წინ აიღო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ღამე, გაფრენის წინ. ეს იოლად გადამოწმებადია. ტენდერული ავიაბილეთების სალაროში შევიძინეთ, მეც თან ვახლდი, მე გავაცილე პირადად. ბილეთიც ჩემი თანდასწრებით შეიძინა ბიზნეს კლასში.

რაც შეეხება ზარს, გარდა საათნახევრისა, მე მთელი დღე დავითთან ვიყავი და ჩემი თანდასწრებით მას ზარი არ განუხორციელებია"- უთხრა "ნიუპოსტს" ჩხეიძემ და იქვე ლევან გორელაშვილს ურჩია, დავით ბაგრატიონის არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნის შესახებ გამოთქმული ეჭვები თავისთვის შეინახოს: "ეს ეჭვები თავისთვის შეინახოს".

"რაც შეეხება დანარჩენ განცხადებებს, პირდაპირ გეტყვით, ტელეფონის ნომერი, რომელიც მან წარადგინა, სატელეფონო ანძებიდან სატელეფონო საუბარი, თითქოს ქალბატონმა ანამ 700-ჯერ გაუშვა ზარიო... მოგეხსენებათ, ბატონი დავითის ტელეფონი არის ქალბატონ ანას სახელზე შეძენილი. დავითი დღემდე სარგებლობს ქალბატონი ანას სახელზე რეგისტრირებული ტელეფონით"- აღნიშნა ჩხეიძემ.

"ნიუპოსტმა" დავით ბაგრატიონის ადვოკატს მსახიობ შორენა ბეგაშვილის შესახებაც ჰკითხა, რომელიც ანა ბაგრატიონის ადვოკატის თქმით შესაძლოა ძალადობის ფაქტზე გამოკითხონ.

ლევან ჩხეიძის განცხადებით, ერთ-ერთ შოუში მისვლამდე ბეგაშვილის "მეუღლემ" მას სთხოვა, რომ მსახიობის სახელი არ ეხსენებინა.

"დამიკავშირდა შორენა ბეგაშვილის მეუღლე და მთხოვა ჩემი მეუღლის სახელს ნუღარ ახსენებთო, ვუთხარი, რომ აღარ ვახსენებდი მისი მეუღლის სახელს, იმ პირობით, რომ მისი მეუღლის სახელი არ უნდა გადამყროდა არსად. ველოდები პასუხს - რა ხდება, რასთან გვაქვს საქმე. თუ ჩემგან ითხოვდა ეს კაცი, რომ სახელი არ უნდა მეხსენებინა დღეს რა ხდება, მისი მეუღლე რატომ მოდის ჩვენს წინააღმდეგ"- თქვა ჩხეიძემ.

ადვოკატმა "მეფის" წინააღმდეგ დაწყებულ პროცესებს ჭიქაში ქარიშხლის ატეხვა უწოდა.

"ეს არის თითიდან გამოწოვილი თემა და როდესაც თემა განიფანტება, ყველა ნახავს, რომ რეალურად რაფერს ადგილი არ ჰქონდა და ეს ყველაფერი იყო ქარიშხალი და აურზაური არაფრის გამო... მოწინააღმდეგე მხარეს აწყობს, რომ თითქოს 2012 წლის შმდეგ მხარეები იყვნენ თანაცხოვრებაში. ეს რაში სჭირდებათ მათ? - ეს სჭირდებათ სხვა სამოქალაქო საქმეში, იმისთვის, რომ მათ გაიყონ სადაო ქონება. ქალბატონი ანა დავით ბატონიშვილისგან ითხოვს 90 000 ლარის კომპენსაციას თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონებისთვის. ამ თანხის გამო არის ატეხილი ეს ცირკშაპიტო"- თქვა "ნიუპოსტთან" ადვოკატმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42