"თქვენ ხართ კონკრეტულად ნასიამოვნები ამ საქმით, რაც დამართეთ "თიბისი ბანკს"... მოგიწევთ კითხვებზე პასუხი გაცემა" - ირმა ნადირაშვილი გვენეტაძეს
პოლიტიკა - 14:34, 08 Apr, 2019     648

„ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს მიმართა და განაცხადა, რომ მას აუცილებლად მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა, რატომ არ გააკეთა ყველაფერი „თიბისი ბანკის“ საქმეში და რატომ არ დაუდგა გვერდით.

ნადირაშვილის თქმით, სებ-ის პრეზიდენტი აღმოჩნდა ჯალათი, რომელიც ნასიამოვნებია იმით, რაც „თიბისი ბანკს“ დაემართა:

„ბატონმა ჭიაბერაშვილმა თქვა, რომ „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით თავდაპირველად თქვენ ეგონეთ მსხვერპლი, თუმცა თქვენ აღმოჩნდით ჯალათი. მეც ზუსტად ეს შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თქვენ ხართ კონკრეტულად ნასიამოვნები ამ საქმით, რაც დამართეთ „თიბისი ბანკსა“ და მამუკა ხაზარაძეს. მე არ ვიცი, ეს რატომ გააკეთეთ, შესაძლოა, იმ მაღალი შემოსავლების შესანარჩუნებლად, რომელზეც ხათუნა გოგორიშვილმა ისაუბრა, შეიძლება იმიტომ, რომ მართლა ვერ გაუძელით ზეწოლას, არ ვიცი, მაგრამ ძალიან ცუდად მოიქეცით. თქვენი საქციელი უკვალოდ ვერ ჩაივლის. თქვენ აუცილებლად მოგიწევთ კითხვებზე პასუხის გაცემა, რატომ არ დაუდექით გვერდით ამ ფინანსურ ინსტიტუტს და რატომ არ გააკეთეთ ყველაფერი, რომ არ დამდგარიყო ის შედეგი, რომელიც დადგა“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42