პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი - მმართველი პარტიის ყოფილი წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, რომელმაც აღნიშნული წერილი შეაფასა, ქვეყანამ წინ უნდა იაროს, მაგრამ წარსულს სახელი სწორად უნდა დაარქვას.
„9 აპრილი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული დღეა, ერის ერთიანობის, სახელმწიფო მთლიანობისთვის ბრძოლისა და სამშობლოსთვის თავდადების სიმბოლოა. როცა ამ დღესა და წარსულს იხსენებ, იქვე იმის თქმა, რომ წარსული არ გაიხსენოთ და უკან ნუ მოვიხედავთ, ერთმანეთთან კონფლიქტში მოდის. მგონია, რომ წინ უნდა ვიაროთ, მაგრამ ბმა აწმყოს, წარსულსა და მომავალს შორის მარადიულია. ვისაც წარსულში გახედვა არ უნდა, რადგან ბევრი სიმძიმეა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ვინმეს დაავიწყდება. წინ უნდა ვიაროთ, მაგრამ წარსულს სახელი სწორად უნდა დავარქვათ“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.
ბიძინა ივანიშვილმა 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით წერილი დღეს გაავრცელა.
მასალის გამოყენების პირობები






