ტროლები - Tamro Todadze, Marika Wveraidze, Mariam Svanidze.
ევროპული საქართველოს პრესსპიკერმა ირაკლი კიკნაველიძემ გამოაქვეყნა ფეისბუკ სტატუსი, რომელიც მამუკა ხაზარაძის მიერ წარმოდგენილ წერილს შეეხებოდა და მისი განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას მიერ მის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს შეეხებოდა. კიკნაველიძის კრიტიკა წერილის იმ ნაწილს შეეხებოდა, სადაც ტელეკომპანია “არტერიას” მიმართ “ობიექტურობის მაღალი ხარისხის” მოთხოვნაზე იყო საუბარი, რასაც ნინო მენაბდის სახელით რეგისტრირებული მომხმარებლის კომენტარი მოჰყვა, რომელიც მამუკა ხაზარაძის გაცხადების აბსურდულობის დამტკიცებას ცდილობდა.
მონიტორინგის პერიოდში ტროლები იდენტურ კომენტარებს ტოვებდნენ სხვადასხვა მედია საშაულებებით გავრცელებულ იმ ინფორმაციებზე, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის მიერ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის მიერთების გეგმებს შეეხებოდა, ასევე აბასთუმნის ტუპდისპანსერის დახურვას და ივანიშვილის აღნიშნული ადგილით დაინტერესების შესახებ გავრცელებულ ცნობებს, რაც სასტუმროს აშენებას უკავშირდება. ტროლები კომენტარებში ან გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტეს აყენებდნენ ეჭვქვეშ ან სასტუმროს აშენების მიზანშეწონილობას ასაბუთებდნენ.
იხილეთ ვრცლად აქ
მასალის გამოყენების პირობები






