TBC-ს საქმე - „ამის წარმოდგენა თავისუფლად შეიძლებოდა საკომიტეტო ფორმატშიც და ამდენი აჟიოტაჟი, რომელმაც დაგვაზიანა, არ მოხდებოდა“- კაკულია გვენეტაძის გამოსვლაზე
პოლიტიკა - 13:40, 08 Apr, 2019     748
პარლამენტში დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა გაგრძელდება, განხილვის მთავარი თემა ისევ „თიბისი ბანკის“ საქმე და საბანკო რეგულაციები იქნება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რომან კაკულიას შეფასებით არასწორი იყო როდესაც კობა გვენეტაძემ რამდენიმე ხნის წინ საკომიტეტო მოსმენაზე ამ საკითხებზე საუბრისგან თავი შეიკავა, რაც აჟიოტაჟის მიზეზი გახდა:

„თიბისი ბანკთან დაკავშირებით ჩვენი შეკითხვა იყო ერთადერთი - რა იყო აქ ისეთი, რომელიც არ შეიძლებოდა გაჟღერებულიყო საკომიტეტო მოსმენაზე და მისმა გამოსვლამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ის პრინციპში ის თავის პოზიციაში საკმაოდ მყარად არის. მაგრამ ის არგუმენტები, რაც მას ჰქონდა, ამის წარმოდგენა თავისუფლად შეიძლებოდა საკომიტეტო ფორმატშიც და ამდენი აჟიოტაჟი, რომელმაც ჩემი აზრით, უბრალოდ დაგვაზიანა არ მოხდებოდა, როდესაც მას ყველა ეს არგუმენტი ჰქონდა, რომელი გუშინ ძალიან კარგად ჩანდა,“ - განაცხადა რომან კაკულიამ.

რაც შეეხება საბანკო რეგულაციებს, რომან კაკულიას თქმით, ეს გადაწყვეტილება საზოგადოების დაკვეთით მიიღეს, თუმცა მისივე განცხადებით, დღევანდელი შედეგი გონივრულად უნდა გაანალიზდეს.

„რაც შეეხება თვითონ რეგულაციებს, რეგულაციების მიღების მომენტშიც იყო გასაგები, რომ ცხადია ამას არ მოჰყვებოდა 100-პროცენტიანი დადებითი პროგრესი ყველა მიმართულებით იმიტომ, რომ ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო. ამ გადაწყვეტილების უკანაც საზოგადოებრივი დაკვეთა იდგა პრინციპში მაშინ, მაგრამ უნდა შეფასდეს, რა თქმა უნდა, გონივრულად და დაზღვევა ამ ადამიანების, რომელიც შედეგად მოჰყვება ამ რეგულაციებს, არ უნდა დაგვიჯდეს ჩვენ ისეთი ტიპის ეკონომიკური შემცირების ფასად, რომელმაც შემდეგ გააუფერულოს აღნიშნული ჩანაფიქრი,“ - განაცხადა რომან კაკულიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42