რომან გოცირიძის შეფასებით, ივანიშვილის წერილის შინაარსია, ყველა ვინც 1989 წლის 9 აპრილს რუსთაველზე იდგა, არა დემოკრატიის იდეით, არამედ ეგოიზმით იყო შეპყრობილი.
"საქართველო უნდა დაელოდოს სანამ ცოცხალია, მის მიერ განსახორციელებლ საქმეებს. შვიდი წელი ხომ ველოდეთ ამ სიღატაკეში და უსამართლობაში, კიდევ 2030-მდე დაგველოდეთ, რადგან თურმე წინააღმდეგობა და ჯანსაღი კონკურენცია იწვევს უბედურებას, ქაოსს, თურმე ყველა იმ ადამიანს მათ შორის მეც ვიდექი ცხრა აპრილს იქ სამშობლოს სადარაჯოზე და ქვეყნის დამოუკიდებლობის სადარაჯოზე, თურმე ეგოიზმი და საკუთარი ამპარტავნობა იყო წამოწეული წინა პლანზე და არა სამშობლოს სიყვარული -აი ეს არის მთელი მისი შეფასება 9 აპრილის მიმართ,"-ამბობს რომან გოცირიძე.
ბიძინა ივანიშვილი 9 აპრილის 30 წლისთავისთვის მიძღვნილ წერილში წერს, რომ "უნდა დასრულდეს პრინციპულობის ლოზუნგით საზოგადოების გახლეჩვა, თითის გაშვერა, ერთმანეთის დამუნათება და პოლიტიკური წარსულის მუდმივი შეხსენება".
ივანიშვილი წერილის დიდ ნაწილს სწორედ პოლიტიკური ოპონენტების წარსულს უთმობს.
მასალის გამოყენების პირობები






