„ომეგას“ თამბაქოს წარმოება აუქციონზე აღარ გაიყიდება - სტოკჰოლმის არბიტრაჟმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეაჩერა და ხელისუფლებას ოქუაშვილისთვის კომპენსაციის გადახდა დაავალა
პოლიტიკა - 11:54, 08 Apr, 2019     957
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სტოკჰოლმის არბიტრაჟმა შეაჩერა, შესაბამისად, კომპანია „ომეგას“ თამბაქოს წარმოება აუქციონზე აღარ გაიყიდება.

სტოკჰოლმის საერთაშორისო სასამართლოში კომპანიის დამფუძნებელმა საქართველოს მთავრობას ზეწოლისა და უსამართლო დევნის გამო უჩივლეს.

"სექტემბრიდან ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა თუ რა წნეხისა და მრავალმხრივი უკანონო შეტევების პირობებში უწევს ომეგა ჯგუფს მუშაობა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ომეგა ჯგუფისა და მისი მფლობელი ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ მმართველობის ყველა ფორმალური სახელისუფლებო განშტოებისა და არაფორმალური მმართველობის მხრიდან ხორციელდებოდა ფართომაშტაბიანი შეტევა.

ამგვარი უკანონო მოქმედებების მიზანი დასაწყისიდანვე იყო ზაზა ოქუაშვილის ბიზნესისა და მის მფლობელობაში არსებული დამოუკიდებელი ტელეკომპანია იბერიას დაუფლება სახელისუფლებო ძალადობის გზით.

პირადი ანგარიშსწორების რეალური საფრთხის მიუხედავად, ზაზა ოქუაშვილმა კორუფციასა და გამოძალვაში ამხილა საქართველოს როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი მაღალჩინოსნები. სრული კრახით დასრულდა მმართველი პარტიის მხრიდან ზაზა ოქუაშვილის დეკლარირებული მხარდაჭერის იძულების მცდელობა. ომეგა ჯგუფის ირგვლივ განვითარებული მოვლენები იქცა საქართველოს დამოუკიდებელი მედია საშუალებების, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის, ევროპრალამენტარებისა და შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტმანეტის ყოველწლიური ანგარიშის განხილვის თემად. გამოძალვის შესახებ წერდა ცნობილი დიდი ბრიტანული გამოცემატელეგრაფიც“.

ამის მიუხედავად, კვლავ გრძელდებოდა მიზანმიმართული უკანონო შეტევა ზაზა ოქუაშვილსა და მის ომეგა ჯგუფზე.

დღემდე პარალიზებულია საწარმო, მაუწყებლობა შეწყვეტილი აქვს ტელეკომპანია იბერიას და უმუშევრადაა დარჩენილი 1500-მდე ადამიანი.

კომპანიის ხელოვნურად გაჩერება არ აღმოჩნდა საკმარისი: . 22 თებერვალს მივიღეთ შეტყობინება აღსრულების ეროვნული ბიუროდან. წერილით გვეცნობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე შპსოჯთ“-ის მთლიანი ქონება გაიყიდებოდა აუქციონზე.

. 22 მარტს, ომეგა ჯგუფის დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა მიმართა სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს შუამდგომლობით, რომ შეჩერებულიყო ქართული სასამართლოს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება. მოპასუხე მხარეს წარმოადგენდა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

სტოკჰოლმის საერთაშორისო სასამართლოს საგანგებო მოსამართლის გადაწყვეტილებით საქართველოს ხელისუფლებას აეკრძალა საქართველოს სასამართლოს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება. ასევე, საქართველოს მხარეს დაეკისრა საერთაშორისო სასამართლოს ბაჟის, იურიდიული ხარჯისა და მათზე ლონდონის ბანკთაშორისი შეთავაზების ინდექსის მიხედვით დარიცხული 2%-იანი სარგებლის კომპენსაცია ზაზა ოქუაშვილის სასარგებლოდ"- ნათქვამია განცხადებაში.

სტოკჰოლმის საგანგებო არბიტრაჟის აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება სავალდებულოა საქართველოსათვის.

ასევე, აღსანიშნავია, რომ „ომეგა ჯგუფისა“ და ზაზა ოქუაშვილის ინტერესებს სტოკჰოლმის საგანგებო არბიტრაჟში ბრიტანული საადვოკატო კომპანია იცავდა, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ კი ფრანგული საადვოკატო კომპანია დაიქირავა, მაგრამ დავა მაინც წააგო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42