"რუსთავვი2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ტელეკომპანია "იმედს" მოუწოდებს, გამოაქვეყნოს ინტელიგენციის წერილი, სადაც ტელეკომპანია "იმედის" ცნობით, ნიკა გვარამიას გამონათქვამებზე ცენზურის შემოღებაა მოთხოვნილი.
"მივმართავ ტელეკომპანია იმედს:
გამოაქვეყნეთ თქვენს მიერ გუშინ ჩემთვის მოძღვნილ სიუჟეტში გაცხადებული ე.წ. აღშფოთებული ინტელიგენციის წერილი, რომელშიც დაგმობილი ვარ და პრაქტიკულად ჩემს გამონათქვამებზე ცენზურის შემოღებაა მოთხოვნილი. ასევე დაასახელეთ წერილზე ხელმომწერი ადამიანები და სად და როდის გაიმართა ეს შეხვედრა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩავთვლით, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ქონია და თქვენმა ტელეკომპანიამ ის უბრალოდ გამოიგონა, რადგან არ არსებობს აღნიშნულის არც ერთი დადასტურება, თქვენს მიერ გამოცხადებული ინფორმაციის გარდა,"-აცხადებს ნიკა გვარამია.
ცნობისთვის, "იმედმა" მოამზადა მომზადებულ რეპორტაჟი სათაურით - "ერის მაგინებელი - გვარამიას ბილწისტყვაობას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა".
"იმედის კვირის" წამყვანმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიამ მიიღო საპროტესტო წერილი, თუმცა ის ამ დრომდე არ გასაჯაროებულა.
მასალის გამოყენების პირობები






