დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატს, ლევან ჩხეიძის გამოკითხვა დასრულდა.
გამომძიებლებს აინტერესებდათ,საიდან ფლობდა ინფორმაციას დავით ბაგრატიონ-მუხრანელი და მისი ადვოკატი იმ საქმის მასალებზე, რომელიც ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ შეიტანა და რატომ იცნობდნენ მეფე და ადვოკატი სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც დედოფალზე ფიზიკური ძალადობა დასტურდება.
ადვოკატი ამბობს, რომ სამხარაულის დასკვნა სხვა ორ სამოქალაქო საქმეშიც ფიგურირებდა.
„მოვახდინე ერთი განცხადება, რომ, თითქოს, ჩვენ არავინ დაგვკავშირებია-მეთქი. უბრალოდ, ახლა, ასე დეტალებში აღარ მოვყევი და ვიგულისხმე ის, რომ ჩვენ თავიდან მართლა დაგვიკავშირდნენ გამოკითხვასთან დაკავშირებით, მერე ეს დაკითხვა გადაიდო იმიტომ, რომ ქალბატონი ანა იკითხებოდა დანარჩენი სამი დღის განმავლობაში და ამის შემდეგ უკვე აღარავის დავუბარებივართ.
გავრცელდა საიდანღაც ინფორმაცია, თითქოს, მე ჩამივარდა ხელში სისხლის სამართლის საქმის მასალები. ეს არ შეესაბამება სინამდვილეს და აღნიშნული განვუმარტე გამოძიებას იმიტომ, რომ ის მტკიცებულებები, პრაქტიკულად, რომელიც მე ხელთ მაქვს, ნაწილი მტკიცებულებები ფიგურირებს სამოქალაქო საქმეში და ეს მტკიცებულება ფიგურირებს ტიტულების გაყიდვის საქმეში და ქონების გაყიდვის საქმეში. აბსოლუტურად არარელევანტული დასკვნაა ორივე საქმეში და მოწინააღმდეგე მხარემ ასე ჩათვალა საჭიროდ და წარმოადგინა,“ - განაცხადა ლევან ჩხაიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






