ზურაბიშვილმა საელჩოებს მისი პორტრეტის დაკიდება დაავალა - რა უთხრა პრეზიდენტმა ივანიშვილს და ჩაიგდებს თუ არა ის დიპლომატების კონტროლს ხელში
პოლიტიკა - 21:44, 06 Apr, 2019     6363
სალომე ზურაბიშვილის პორტრეტი ლურჯი პიჯაკით - საქართველოს პრეზიდენტი უცხოეთში აკრედიტებულ დიპლომატებს საელჩოების შენობებში მისი სურათის დაკიდებას სთხოვს.

წერილი დიპლომატების ელექტრონულ ფოსტაზე ფოტოსთან ერთად გაიგზავნა. ელჩები დაიბნენ და საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსთხოვეს, დაეკონკრეტებინა, რა ზომის უნდა იყოს პრეზიდენტის სურათი, რომელ კანონში წერია, რომ ეს სავალდებულოა, რა ფერის უნდა იყოს ჩარჩო და როგორი, ჩუქურთმით თუ სადა. ასევე, რომელ კედელზე უნდა დაჰკიდონ პრეზიდენტი, დასავლეთის თუ აღმოსავლეთის.

სალომე ზურაბიშვილის ფოტოსთან ერთად, მისიებმა სპეციალური მითითებაც მიიღეს. პრეზიდენტის სურათი ყველა საელჩოს შენობაში უნდა დაკიდონ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოგვიანებით გაარკვიეს, რომ სალომე ზურაბიშვილის ფოტო, ოფიციალური დოკუმენტებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოითხოვა და პრესსამსახურმაც საუკეთესო შეარჩია.

ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ლურჯი პიჯაკი ქართული ოცნების პარტიულ ფერთან კავშირში არ არის და არაფერი იციან იმის შესახებ, რა მითითება გაგზავნა ზალკალიანის უწყებამ, ფოტოსთან ერთად, ქართულ დიპლომატიურ უწყებებში.

უცხოეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებიდან კურიერმა რამდენიმე დახურული წერილი მოიპოვა.

ამ მიმოწერიდან ირკვევა, რომ საგარეო საქმეთა სამინსიტროს ინსტრუქციას ელჩების გაღიზიანება მოჰყვა და ელჩებმა მინისტრს მოსთხოვეს, განმარტოს, რა იურიდიული ან ადმინისტრაციული საფუძვლით მოითხოვს სალომე ზურაბიშვილის სურათის საელჩოს შენობებში განთავსებას.

დავით ზალკალიანი ადასტურებს, რომ ფოტო ნამდვილად გაიგზავნა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ პრეზიდენტის სურათის, ან სახელმწიფო სიმბოლოების ოფიციალურ უწყებებში განთავსება სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, ასეთი სიმბოლოები ქართულ ოცნებას მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მითითებით რომ არ ახსენდებოდეს.

გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს მსგავსი მოთხოვნა საელჩოებში არ გაუგზავნიათ, ამიტომ ხელისუფლების ოპონენტებისთვის ადვილი გასაგებია, ვისი გადაწყვეტილებით დაიწყო ქვეყნის ნაცვლად, სალომე ზურაბიშვილისთვის ავტორიტეტზე ზრუნვა საქართვლოს საგრეო უწყებამ.

რუსთავის2-ის წყაროს ინფორმაციით, ყველაფერი სალომე ზურაბიშვილის და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის შემდეგ დაიწყო, სადაც პრეზიდენტმა დიპლომატიური მისიების მუშაობით უკმაყოფილება გამოთქვა და საერთაშორისო თანამეგობრობის უარყოფითი შეფასებები საელჩოების არასათანადო მუშაობის შედეგია.

სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის არაფორმალურ მმართველს უთხრა, რომ ის გამოცდილი დიპლომატია და საგარეო მიმართულებას საკუთარ თავზე აიღებს. ერთ-ერთი ვერსიით კი, პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილს დავით ზალკალიანის თანამდებობაზე ლაშა ჟვანიას კანდიდატურაც შესთავაზა.

საგრეო უწყებაში მიმდინარე პროცესებში, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, სალომე ზურაბიშვილი აქტიურ მონაწილეობას გეგმავს. მათ შორის, ელჩების სავარაუდო ცვლილების დროს, რომელიც კურიერის ინფორმაციით, მომავალი კვირიდან იგეგმება.

"შაბათის კურიერის" სიუჟეტი ნახეთ აქ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42