გენადი არველაძე მსხვილი ბულგარული ენერგოკომპანიის მფლობელს შეხვდა
პოლიტიკა - 10:57, 06 Apr, 2019     320
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, რომელიც საქართველოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ბულგარეთში იმყოფებოდა, ბულგარეთის მსხვილი კომპანიის „ენერჯი მარკეტის" (Energy Market) მფლობელს ბორისლავ ლორინკოვსა და ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები და დარგში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ენერგეტიკული ბაზრის რეფორმაზე, რომელიც საქართველოში ხორციელდება. რეფორმა მიზნად ისახავს საქართველოში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზით ვაჭრობის სფეროში თავისუფალი და კონკურენტული ურთიერთობების ხელშეწყობას და ბაზრების გახსნას, ასევე მიწოდების უსაფრთხოების მოთხოვნების სათანადო დაცვას.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კომპანია „ენერჯი მარკეტი" ახორციელებს როგორც ბულგარეთში, ასევე ევროკავშირის სხვა ქვეყნებში ენერგეტიკულ პროექტებს. მათ დიდი ინტერესი გამოხატეს საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზების რეფორმის მიმართ და გამოთქვეს სურვილი, გახდნენ საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის მონაწილე.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ბულგარული კომპანიის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია ენერგეტიკის სექტორში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. კერძოდ, აქცენტი გაკეთდა ჰიდროელექტროსადგურებსა და განახლებადი ენერგიის მიმართულებაზე. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა მზის ელექტროსადგურისა და გარდაბანში თბოელექტროსადგურის მშენებლობის პროექტებზე. შეხვედრაზე ბულგარეთის ენერგოკომპანიის წარმომადგენლებმა ასევე მოისმინეს ინფორმაცია საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების შესაძლებლობების შესახებ, ასევე დაბალი გადასახადების და ხელსაყრელი ბიზნესგარემოს თაობაზე. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია მოგების გადასახადის რეფორმამ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბულგარეთის კომპანიის წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში საქართველოს ეწვევიან და ადგილობრივი ენერგეტიკული სექტორის საინვესტიციო პოტენციალს გაეცნობიან.
„ენერჯი მარკეტი" ფლობს ელექტროგადამცემ ხაზებს, ჰიდროელექტროსადგურებს, განახლებადი ენერგიის, მათ შორის, მზისა და ქარის ელექტროსადგურებს როგორც ბულგარეთში, ასევე ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში. გარდა ამისა, კომპანია ელექტროენერგიას აწვდის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ენერგოსექტორებს, ასევე განკარგავს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ერთ-ერთ მსხვილ ენერგოკომპანიას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42