გიორგი გახარია საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში დაცვის პოლიციაში მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს გაეცნო
პოლიტიკა - 10:17, 06 Apr, 2019     1060
შინაგან საქმეთა მინისტრი დაცვის პოლიციას ეწვია, სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე და დასრულებული პროექტები დაათვალიერა, სამომავლო გეგმებს გაეცნო და თანამშრომლებს გაესაუბრა.

გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის განახლებული ავტოპარკი დაათვალიერა. „ფორდ ტრანზიტ“-ის მარკის დაჯავშნული 15 ავტომანქანა, 50 სედანის ტიპის და 10 მაღალი გამავლობის ავტომობილი საქართველოს მასშტაბით გადანაწილდება.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში უკვე დასრულებული მონაცემთა დამუშავების ცენტრიც დაათვალიერა, რომელიც დაცული ობიექტებიდან განგაშის ოპერატიულად მიღებისა და რეაგირებისთვის ყველა შესაბამის სტანდარტს აკმაყოფილებს.

დაცვის პოლიციის დეპარტამენტში არსებული სერვერი დატვირთვას ვერ უძლებდა, რაც ობიექტებიდან სიგნალის მიღების შეფერხებას იწვევდა. ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, მოხდა მისი სრულად გადაიარაღება, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა, დეპარტამენტის კომპიუტერულ სისტემებზე მომსახურე სერვერების განახლება. აჭარის, იმერეთის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის პოლიციის სამმართველოებში დამონტაჟდა ახალი სადისპეჩერო სადგურები და სერვერი, განახლდა პროგრამული უზრუნველყოფა SIS და კომპიუტერული აპარატურა. გააქტიურდა მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის სერვისი.

დაცვის პოლიციის დეპარტამენტში მსგავსი მასშტაბის ტექნიკურ განახლებას დაარსებიდან ამ დრომდე არ მომხდარა.

მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ცხელი ხაზის 125-ის ბაზაზე შეიქმნა მულტიფუნქციური "ქოლ ცენტრი" და ერთიანი სწრაფი რეაგირების პულტი. დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის აპარატურა და განთავსდა სპეციალური ინვენტარი. მოხდა თანამშრომლების გადამზადება.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 5 150 თანამშრომელს თანამდებობრივი სარგო 125 ლარით გაეზარდა. დეპარტამენტში ხელფასის მატების პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე თანამდებობრივი სარგო იმ თანამშრომლებს გაეზარდათ, რომელთა სახელფასო განაკვეთიც ყველაზე დაბალი იყო. მეორე ეტაპისთვის კი, ანაზღაურება ყველა ქვედანაყოფის თანამშრომელს გაეზრდება. დაცვის პოლიციის დეპარტამენტში, ხელფასის ზრდა ბოლო 10 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა.

,,დაცვის პოლიცია არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმსხვილესი ქვედანაყოფი, რომელსაც აქვს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფუნქციები. მათ შორის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების დაცვა. ჩვენ დავაფიქსირეთ 2018 წელს ჩატარებული შრომის შედეგები, ვნახეთ რა მოხდა შინაარსობრივ თუ ინფრასტრუქტურულ ნაწილში და განვიხილეთ ის გეგმები, რომელიც დაცვის პოლიციას მისცემს საშუალებას ჩამოყალიბდეს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ქვედანაყოფად. ვიმსჯელეთ დაცვის პოლიციის თანამშრომლების სოციალურ უზრუნველყოფის საკითხებზე, 2018 წელს აქ გვქონდა ხელფასის მცირეოდენი ზრდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და პროცესი უნდა გაგრძელდეს, რამეთუ თითოეული თანამშრომელი უნდა იყოს სოციალურად დაცული. ამაზე უნდა იზრუნოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სახელმწიფომ.’’ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

თანამშრომელთა სოციალური უზრუნველყოფის გაუმჯობესება, საპოლიციო ინფრასტრუქტურის განვითარება და შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42