ბარსელონაში ქართველების დაკავებასა და ზალკალიანის ესპანეთში ვიზიტს შორის კავშირს საგარეო უწყება კატეგორიულად უარყოფს
პოლიტიკა - 21:24, 05 Apr, 2019     832

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ბარსელონაში ქართველების დაკავებასა და დავით ზალკალიანის ვიზიტს შორის რაიმე კავშირს კატეგორიულად უარყოფს.


„სამწუხაროდ, დღეს რამდენჯერმე მოგვიწია ამ სრულიად აბსურდულ მოსაზრებაზე განმარტების გაკეთება და ჩემი აზრით, ეს უკვე ყოველგვარი სერიოზულობის ფარგლებს სცილდება და იუმორისტულ ჟანრში გადადის, თუმცა, თავად საკითხი, საკმაოდ სერიოზულია! საგარეო საქმეთა მინისტრი, მოგეხსენებათ, სხვადასხვა ქვეყნებში ძალიან ბევრ ორმხრივ შეხვედრებს ატარებს და სრულიად აბსურდულია მინისტრის ვიზიტთან დავაკავშიროთ რომელიმე ქვეყანაში ადგილობრივი სამართალდამცავების მიერ სპეცოპერაციის განხორციელება." - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ ბარსელონაში ესპანელი სამართალდამცავების მიერ გამართული სპეცოპერაციის შესახებ, რომლის დროსაც საქართველოს მოქალაქეები დააკავეს.

„დაკავებულების შემთხვევაში გვაქვს ორი კატეგორია. პირველი კატეგორია, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან და ბრალი ედებათ კონკრეტულ დანაშაულებში, მათ შორის, ორგანიზებულ დანაშაულში და მეორე კატეგორია, რომლებსაც დარღვეული აქვთ სავიზო რეჟიმი." - აღნიშნა კონსტანტინიდიმ.

მისი თქმით, საქართველოს გენერალური კონსული არაერთხელ შეხვდა საქართველოს მოქალაქეებს და ინფორმაცია მიაწოდა ესპანეთის სამართალდამცავი სტრუქტურის მიერ ჩატარებული ოპერაციის, ასევე უვიზო მიმოსვლით სარგებლობისა და მისი დარღვევის შედეგების შესახებ.

ვლადიმერ კონსტანტინიდის განმარტებით, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფოში არალეგალურად მყოფ მოქალაქეებს, მოქმედებს ადგილობრივი კანონმდებლობა და არსებობს საერთაშორისოდ გავრცელებული პრაქტიკა, რომ სავიზო რეჟიმის დამრღვევმა მოქალაქეებმა, უნდა დატოვონ ქვეყანა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42