გვენეტაძე ამბობს, რომ მოხდა თუ არა ფულის გათეთრება, ამის მტკიცების, ან უარყოფის კომპეტენცია ეროვნულ ბანკს არ გააჩნია.
„შემოწმების საფუძველი იყო ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გამოგზავნილი შეტყობინება. ის, თუ რატომ დაიწყო პროკურატურამ საქმე, ეს არის პროკურატურის საკითხი, ეს არ არის ჩვენი იურისდიქცია. ეროვნული ბანკის ფუნქცია ფულის გათეთრების საკითხებთან დაკავშირებით არის, რომ ჩვენ შევამოწმოთ შესაბამისობა, მოხდა თუ არა ფულის გათეთრება ჩვენ ამის არც მანდატი და არც კომპეტენცია არ გვაქვს, ეს ჩვენ არც გვევალება. ბანკის მხრიდან და ბატონი მამუკას მხრიდან იყო სურვილი, რომ ჩვენ მიგვეცა წერილი, რომელიც ამბობდა, რომ ფულის არ გათეთრებულა. რაზეც ავუხსენით, რომ ეს ჩვენი მანდატი არ არის და ასეთ წერილს ჩვენ ვერ მივცემთ."-განაცხადა კობა გვენეტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






