„ქართული ოცნების“ ყოფილ და მოქმედ წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა, შოთა ხაბარელმა ყოფილი თანაგუნდელები პროცედურების დარღვევასა და მავნებლობაში დაადანაშაულა, რასაც დავით ჭიჭინაძის გაღიზიანება მოჰყვა
„ბატონო ირაკლი, ეს უკვე აღარ არის სერიოზული, ეს უკვე ყველა ზღვარს გადასცდა აი, აქ სიტუაცია. ეს არის მიზანმიმართული მავნებლობა, რასაც ჩვენ ვხედავთ ჩვენი ოპონენტების მხრიდან. სამწუხაროა, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას“ უფრო მეტს. უკვე დიდი ხანია, რაც გავიდნენ პარტიიდან, ისინი უფრო მეტს მავნებლობენ, ეს არის ყველაზე ცუდი. ჩვენ აქ ვართ, რომ საქმე ვაკეთოთ, მოსულია ბანკის მმართველი და მას უნდა მოვუსმინოთ. ამას უყურებს საზოგადოება, ასეთი მავნებლობა თქვენ არ გაგივათ. თქვენ აღარ იცავთ არც პროცედურას, აღარაფერს, ამათ ნუ დაემსგავსებით, ამათ ისედაც ავნეს ქვეყანას, დაანგრიეს, გააფუჭეს და თქვენც ნუ აუბამთ მხარს.“ - მიმართა შოთა ხაბარელმა პარლამენტის თავმჯდომარეს.
„ნუ გაბრაზდები, ცივი წყალი ბევრია, „კრანში“ ყველგან, გააჩუმეთ, გააჩერეთ, დააპაუზეთ!“ - უპასუხა ხაბარელს დავით ჭიჭინაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






