ბარსელონაში ჩატარებულ მასშტაბურ სპეცოპერაცია - საქართველოს კონსულის პირველი კომენტარი
პოლიტიკა - 18:21, 05 Apr, 2019     2260
ბარსელონაში ჩატარებულ მასშტაბურ სპეცოპერაციაზე, რა დროსაც საქართველოს მოქალაქეებიც დააკავეს, საქართველოს კონსული პირველ კომენტარს აკეთებს. ქეთევან გოგოლაშვილი ამბობს, რომ იგი არ ფლობს ოფიციალურ ინფორმაციას გუშინ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე, თუმცა აცხადებს, რომ დაკავებულია საქართველოს 66 მოქალაქე დააკავეს.


კონსულის თქმით, 6 დაკავებული გუშინვე გაათავისუფლეს. მისი თქმით, 60 დაკავებულის სასამართლო პროცესი დღეს უნდა დასრულდეს. მისი ვარაუდით, დაკავებულების ნაწილი წინასწარ პატიმრობაში ციხეში გადავა, ნაწილი კი საემიგრაციოში იქნება მოთავსებული.

„ოფიციალურად დაკავებულია 66 ადამიანი, 26 იყო, სავარაუდოდ, კრიმინალი და დანარჩენი 40 არალეგალი. დაკავებულიდან 6 გაუშვეს. სასამართლო ჩატარდება. თუ არალეგალებს არ დაუმტკიცდათ დანაშაული, ისინი, ალბათ, სავარაუდოდ, დეპორტირებულები იქნებიან სპეცრეისით, დანარჩენ კრიმინალებზე გაიმართება გამოძიება. კრიმინალური პოლიცია დეტალებს არ ახმოვანებს, რადგან დიდი ხნის წინ დაგეგმილი სპეცოპერაცია იყო, შესაბამისად, ინფორმაცია არ გამოდის. ძალიან კარგი კონტაქტები გვაქვს პოლიციასთან,“ - განაცხადა ქეთევან გოგოლაშვილმა.

კონსულის თქმით, საქართველოს მოქალაქეები ბარსელონაში ძირითადად პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით ჩამოდიან, რაზეც უარს ეუბნებიან.

"საქმე იმაშია, რომ ეს ხალხი, რომელიც აქ ჩამოდის, ითხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს, მათ თვითონაც არ იციან, რომ ამას ითხოვენ. ეს რომ იყოს ჩვეულებრივ ჩამოდიან, სამუშაოს ითხოვენ, ეს სხვა რამეა, მაგრამ პოლიტიკურ თავშესაფარს არ აძლევენ, რასაც ეს ხალხი ითხოვს. ევროპის ბევრ ქვეყანაში შეყვანილი ვართ, როგორც უსაფრთხო ქვეყანა. რჩებიან უკეთესი ცხოვრების საძებნელად, შემოსავლის საძებნელად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო უსაფრთხო არ არის. იქ მათ არავინ არ ავიწროებთ თავიანთი პოლიტიკური მოსაზრების გამო. ეს ხალხი ძირითად ერთი და იგივე ტექსტით ჩამოდის, სადღაც მუშაობდნენ, ვიღაცის მომხრე იყვნენ და სამსახურიდან გამოაგდეს. ქართველებს ვურჩევდი, რომ ასე დაუფიქრებლად არ ჩამოვიდნენ,“ - განაცხადა ქეთევან გოგოლაშვილმა.

„კურიერის“ ინფორმაციით, 16 დაკავებულის პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა, რის შემდეგაც მოსამართლე შესვენებაზე გავიდა. ადგილობრივი დროით 17:00 საათზე პროცესი უნდა განახლდეს. „კურიერის“ ცნობით, საქართველოს 30 მოქალაქის სასამართლო პროცესი დღეს უნდა დასრულდეს.

წყარო: რუსთავი 2





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42