ქართველი სამხედრო მფრინავი ეკა ქვლივიძე აცხადებს, რომ მასსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის შეთანხმება შედგა. ამის შესახებ ქვლივიძემ, მინისტრ ლევან იზორიასთან და გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა:
„გამოვხატავთ კმაყოფილებას, რომ ეს შეხვედრა შედგა, მქონდა საშუალება, განგვეხილა არსებული პრობლემები. მოლაპარაკების შედეგად ორივე მხარის პოზიცია იქნა გათვალისწინებული და თავდაცვის სამინისტრო თავის მხრივ, სარჩელს გამოიტანს, პარალელურ რეჟიმში მე სამოქალაქო ცხოვრებაში ჩემი კვალიფიკაციის შენარჩუნების მიზნით, მექნება საშუალება, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში სამოქალაქო განხრით ვიფრინო. მზაობა გამოვხატე, რომ გორში სამხედრო აკადემიაში, როგორც მოწვეული სპეციალისტი ლექციები ჩავატარო. როგორც კი საშუალება იქნება თავდაცვის სამინისტროში დავბრუნდები და აღვდგები როგორც სამხედრო კადრი“, – განაცხადა ეკა ქვლივიძემ.
ქვლივიძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებდა.
მასალის გამოყენების პირობები






