2019 წლის 5 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, სოფელ შუასურების ახლად აშენებულ სკოლაში მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა. მოსწავლეებმა სტუმრებს სოფლის ისტორიის შესახებ მომზადებული პრეზენტაცია წარუდგინეს:
ზღვის დონიდან 440 მეტრის სიმაღლეზე მდებარე, ამაჟამად მხოლოდ 75 კომლიან სოფელში პირველი სკოლა, საქართველოში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობის დროს გაკეთდა და დღემდე 1904 წელს, მოსახლეობის მიერ, ხის მასალისგან აშენებულ სკოლაში მიმდინარეობდა.
სოფელ შუასურებში ახალი სკოლის მშენებლობა, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ, მცირეკონტიგენტიანი საჯარო სკოლების მშენებლობის პროექტის ფარგლებში, 2018 წლის დეკემბერში დაასრულა. სკოლა თანამედროვე ტიპის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტანდარტების შესაბამისია, რომლის მშენებლობისას გამოყენებული იქნა თანამედროვე, ენერგო ეფექტური და უსაფრთხო სამშენებლო მასალა. პროექტი მოიცავს სარეკრეაციო სივრცეს, სადაც განთავსებულია აქტივობის კუთხე, მცირე ბიბლიოთეკა და სამასწავლებლო. 20-25 ბავშვიანი სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარით, ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.
მთავრობის მეთაური მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს განათლების რეფორმის შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი თანამდროვე სტანდარტების სკოლები საქართველოს მასშტაბით აშენდება.
https://www.facebook.com/ESIDA.info/
მასალის გამოყენების პირობები