განათლების სამინისტროს მიერ გაფლანგული 120 მლნ ლარი - დიმიტრი შაშკინი პროკურატურისგან აუდიტის დასკვნაზე რეადგირებას ითხოვს
პოლიტიკა - 17:56, 05 Apr, 2019     1256

უფასო ფაკულტეტები და მილიონობით გაფლანგული ლარი განათლების სამინიტროში - 2019 წლის 22 მარტს, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დადო დასკვნა, რომელიც ეხება უმაღლესი განათლების დაფინანსების პრიორიტეტებს, რომელიც არის დადგენილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ. ამ დასკვნაში წერია, რომ ეს პრიორიტეტები არ შეესაბამება შესაბამის მოთხოვნებს და არის არარელევანტური.

აუდიტის ზემოთ აღნიშნული დასკვნა გულისმობს იმას, რომ განათლების სისტემაში 6 წლის განმავლობაში 120 მილიონი ლარი გაიფლანგა, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები კი ამაზე რეაგირებას არც ახდენენ - აცხადებს "ნიუპოსტთან" განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი.

„ორი კვირის განმავლობაში ველოდებოდი რეაქციას სახელმწიფო სტრუქტურებისგან, პირველ რიგში პროკურატურისგან, ამ დასკვნაზე. აბსოლუტური სიჩუმეა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური საუბრობს ძალიან მნიშვნელოვან რამეზე - 2013 წელს გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით იყო გახსნილი უფასო ფაკულტეტები, ფილოსოფიის და ასე შემდეგ. ჩვენ მაშინვე აღვნიშნავდით, რომ ეს იყო შეცდომა და იყო არასწორი. ქვეყანაში ფილოსოფოსებზე მოთხოვნა არ არის, ეს ყველას ესმის, ერთი ფილოსოფოსი, თავად მარგველაშვილი, ძლივს დასაქმდა, ისიც ბიძინა ივანიშვილმა დაასაქმა. უფასოდ ათასობით ფილოსოფოსის მომზადება ქვეყანას რატომ სჭირდებოდა, გაუგებარი იყო. თუმცა, ჯიუტად, „ქართული ოცნება“ 6 წლის განმავლობაში საუბრობდა, რომ ეს არის კარგი პროექტი, გავიდა 6 წელი, დაიხარჯა 120 მილიონი ლარი, 20 მილიონი წელიწადში და ახლა სახელმწიფო აუდიტის სამსახური დებს დასკვნას, რომ ეს ფული არის გაფლანგული. 120 მილიონი ლარი არის ჰაერში გასროლილი და რეაქცია ამაზე არის ნულოვანი.

120 მილიონი ლარი გაიფლანგა იმ ქვეყანაში, სადაც მესამე პრეზიდენტს ედავებიან 4 პიჯაკის ყიდვას, ედავებიან, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვიზიტის დროს საპნის საფასური დაუფარეს. ოპოზიციური პარტიის ლიდერი, დავით კირკიტაძე ციხეში ზის იმის გამო, რომ ავტობუსს დაარტყა ხელი, რომელსაც არც ეწერა, რომ პოლიციის ავტობუსი იყო. ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვანო მერაბიშვილი ციხეში ზის იმის გამო, რომ შედგა დასაქმების პროგრამა, რომელშიც ათასობით ქართველი დასაქმდა, ხელფასი მიიღო, თუმცა, პრემიერ-მინისტრი ამისთვის დაიჭირეს და აქ 120 მილიონი გაიფლანგა, სახელმწიფო ორგანოებისგან კი არის სრული სიჩუმე“, - აცხადებს შაშკინი.

მისივე თქმით, არსებული ხელისუფლების პირობებში სავარაუდოდ აღნიშნულის გამოძიება არ მოხდება. გაფლანგული 120 მილიონი ლარი კი საქართველოს განათლების სისტემისთვის ძალიან ბევრის მომტანი იქნებოდა:

„რას ნიშნავს ეს თანხა განათლების სისტემისთვის? - ეს არის 120 ახალი სკოლა, ეს არის ყველა იმ 40 ათასი სტატუსშეჩერებული სტუდენტისთვის განათლების საფასურის გადახდა. ბუნებრივია ჩვენ არავის არ გვაქვს იმის განცდა, რომ ამ მთავრობის ხელში მოხდება გამოძიება და დადგინდება, ეს არის არაპროფესიონალიზმის, მავნებლობის შედეგი თუ კორუფციის შედეგი. მაგრამ ფაქტი რჩება ფაქტად - 120 მილიონი ლარი დაიკარგა და ამაზე საუბრობს სახელმწიფო აუდიტის სამსახური“, - განმარტავს განათლების ყოფილი მინისტრი „ნიუპოსტთან“ საუბრისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42