2019 წელს საქართველოში ვგეგმავთ საქართველო-ბულგარეთის ბიზნესფორუმის ჩატარებას, რომელიც, იმედი გვაქვს, კონკრეტული შედეგების მომტანი იქნებაროგორც ჩვენი კერძო სექტორის, ასევე მთლიანად, ეკონომიკის განვითარებისთვის", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგიქობულიამ საქართველო-ბულგარეთის სავაჭრო-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის სამთავრობოთაშორისი კომისიის მე-6 სხდომისდასრულების შემდეგ განაცხადა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ბულგარეთში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება, სადაც მონაწილეობამიიღო კომისიის მუშაობაში და შეხვედრები გამართა ბულგარეთის ეკონომიკური პროფილის სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელებთან.
გიორგი ქობულიამ ასევე ხაზი გაუსვა ურთიერთთანამაშრომლობის მემორანდუმების მნიშვნელობას, რომლებიც საქართველოსა და ბულგარეთის სავაჭროპალატებს, ასევე ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" და ბულგარეთის ანალოგიურ სტრუქტურას შორის გაფორმდა.
„ეს მემორანდუმები ჩვენს ბიზნესებს მისცემს საშუალებას, რომ გააღრმავონ ერთმანეთთან დიალოგი. ვგეგმავთ ბიზნესფორუმის ჩატარებასაც 2019 წელს. ბიზნესურთიერთობის ფარგლებში თანამშრომლობის დიდ პოტენციალს ვხედავთ ისეთ სფეროებში, როგორიც არის, მაგალითად, ტექსტილის წარმოება, რაშიცბულგარეთს აქვს დიდი გამოცდილება და შესაძლებელია ჩამოყალიბდეს ერთობლივი საწარმოები. ასევე დიდ პოტენციალს ვხედავთ ავეჯის წარმოებაში, რაშიცასევე განსაკუთრებულად ძლიერია ეს ქვეყანა და ვფიქრობ, ბულგარული და ქართული კომპანიების ერთობლივი მუშაობა მოგვცემს საშუალებას, უფრო ადვილადშევიდეთ საექსპორტო ბაზრებზე. მესამე - ეს არის სოფლის მეურნეობა. მაგალითად, ამ სექტორში ხელი მოეწერა ტექნიკური თანამშრომლობის დოკუმენტსეთერზეთების წარმოებაში. ადრე ამ პროდუქტის ძალიან მსხვილი მწარმოებელი იყო საქართველო და შემდეგ ეს სექტორი გაქრა. ბულგარეთი არის ერთ-ერთიუძლიერესი ქვეყანა ტექნიკური ექსპერტიზით და ჩვენ კომისიის სხდომის ოქმშიც დავაფიქსირეთ სურვილი, რომ მათი ხელშეწყობით, ეთერზეთების წარმოებააღვადგინოთ ჩვენს ქვეყანაში" - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
გიორგი ქობულიამ ბულგარეთში ვიზიტი და ერთობლივი კომისიის მუშაობა დადებითად შეაფასა. „მთლიანობაში, ძალიან წარმატებული ვიზიტი იყო და იმედიგვაქვს, საქართველოსა და ბულგარეთის ურთიერთობები არამხოლოდ ეკონომიკის, არამედ სხვა მნიშვნელოვან სექტორებშიც კიდევ უფრო გაღრმავდება და მეტწარმატებას მოუტანს ჩვენს ქვეყნებს" - აღნიშნა მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






