„ბულგარეთთან ეკონომიკური ურთიერთობების ფარგლებში რამდენიმე სექტორის განვითარების დიდ პოტენციალს ვხედავთ" - ქობულია
პოლიტიკა - 17:15, 05 Apr, 2019     672

„ტექსტილის, ავეჯისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება - ამ სექტორებში ბულგარეთთან მჭიდრო თანამშრომლობითა და ერთობლივი საწარმოების შექმნით განვითარების ძალიან დიდ პოტენციალს ვხედავთ", - ამის შესახებ გიორგი ქობულიამ საქართველო-ბულგარეთის სავაჭრო-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის სამთავრობოთაშორისი კომისიის მე-6 სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ბულგარეთში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება, სადაც მონაწილეობა მიიღო კომისიის მუშაობაში და შეხვედრები გამართა ბულგარეთის ეკონომიკური პროფილის სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელებთან.

მინისტრის ინფორმაციით, კომისიის ფარგლებში განხილული იყო მნიშვნელოვანი საკითხები როგორც ეკონომიკის, ასევე კულტურული თანამშრომლობის თვალსაზრისით. „ხელი მოვაწერეთ ოქმს, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ ბულგარეთთან განსაკუთრებით გავაღრმავოთ ეკონომიკური ურთიერთობა" - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

მისი შეფასებით, ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ტრანსპორტის სფერო. მინისტრის თქმით, ბულგარეთი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანა იმისთვის, რომ ამოქმედდეს შუა კორიდორი და საქართველო გახდეს სატრანზიტო ქვეყანა ევროპასა და აზიას შორის. „შევთანხმდით, რომ უნდა შევისწავლოთ და გადავწყვიტოთ, როგორ გავხადოთ საქართველოსა და ბულგარეთს შორის საზღვაო მიმოსვლა უფრო ეფექტური და ხშირი, ვიდრე გვაქვს დღეს. ეს დაგვეხმარება, რომ მოვიზიდოთ დამატებითი ტვირთები" - განაცხადა ქობულიამ.

მინისტრის ინფორმაციით, ბულგარეთის მხარესთან ასევე განხილული იყო პირდაპირი ფრენების საკითხები. როგორც გიორგი ქობულიამ აღნიშნა, ოქმშიც დაფიქსირდა, რომ საქართველო და ბულგარეთი იმუშავებენ პირდაპირი ფრენების აღდგენაზე, რაც დაგვეხმარება არამარტო ტურიზმის განვითარებაში, ასევე ბიზნესურთიერთობების გაღრმავებაში ორ ქვეყანას შორის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42