დიმიტრი გვრიტიშვილი კი ამბობს, რომ ამ კვლევას სერიოზულად ვერ აღიქვამს:
"ეკა გიგაურის ორგანიზაცია განაგრძობს სარდაფში ჩატარებული ე.წ კვლევებით ჭორაობას და ცდილობს გადაფაროს როგორმე უახლოეს წარსულში მსოფლიოში მესამე ადგილზე მყოფი ავტორიტეტული ორგანიზაცია ipsos france-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები. ამ ე.წ კვლევების მეთოდოლოგია აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელია და ჩვენი მოსაზრებით, ემყარება ეკა გიგაურისა და არასამთავრობო სექტორისადმი ლოიალურად განწყობილი ფოკუს-ჯგუფების გამოკითხვას. ჩემთვის სასაცილოა, რადგანაც ეკა გიგაურის და ოლიკო შერმადინის ტანდემი უპირისპირდება ipsos france-ისა და პროფესორ ვან დაიკის ჩატარებულ კვლევას. ამიტომაც პრინციპულად მიზანშეუწონლად მიმაჩნია, შევიდე დეტალებში და სერიოზულად განვიხილო ეს ე.წ კვლევა", - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.
კვლევის თანახმად, სასამართლო მოსახლეობაში დაბალი ნდობა აქვს. გარდა ამისა, გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ არსებობს "კლანი", რომელსაც მოქმედი ხელისუფლება მფარველობს.
მასალის გამოყენების პირობები






