„საპარლამენტო ცხოვრებისთვის ნორმალურია პოლიტიკური შოუს ელემენტები” - ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა - 15:45, 05 Apr, 2019     529
„ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გააკეთებს მოხსენებას, შეგეძლებათ დასვათ კითხვები, მიიღებთ პასუხებს, დააზუსტებთ შეკითხვებს, გამოხატავთ საკუთარ პოზიციებს და ამას შეხედავს ჩვენი საზოგადოება - ეს არის მიღწევა, რომელიც გვაქვს საქართველოს პარლამენტში და ეს არის რეგლამენტის შედეგი",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უსმენენ. ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებით, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, კობა გვენეტაძე ვალდებული იყო, იყო, სესიაზე წარდგენამდე, კომიტეტის სხდომაზე მისულიყო.

ოპონენტებს ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და განმარტა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში პლენარული სხდომის ფორმატში იმყოფება, ხოლო, რაც შეეხება გვენეტაძის კომიტეტზე მისვლის საკითხს - ეს პლენარულ სხდომაზე მსჯელობის საგანი არ არის. პარლამენტის თავმჯდომარემ რეგლამენტზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

„ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მოგვახსენებს ორ თემასთან დაკავშირებით და ასევე გასცემს პასუხებს დასმულ კითხვებზე. რაც შეეხება კომიტეტზე მოსვლის საკითხს, ამასთან დაკავშირებითაც, ბუნებრივია, შეიძლება დაისვას კითხვა და გაიცეს პასუხი, თუმცა, ეს არ არის აქ მსჯელობის საგანი. აქედან გამომდინარე, ჩემი შემოთავაზება იქნება, რომ კონცენტრირება მოვახდინოთ ძირითად საკითხზე, მოხსენებაზე. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს მოხსენება ორ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, ძალიან კარგია, რომ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ორივე საკითხთან დაკავშირებით დავსვათ ყველა კითხვა, რაც კი გვაქვს და მივიღოთ, შესაბამისად, პასუხები, შემდეგ დავაზუსტოთ კითხვები, მივიღოთ, ასევე, პასუხები, გამოვთქვათ საკუთარი პოზიციები. როგორც მოგეხსენებათ, ამის შესაძლებლობას, საუბარი იყო არაერთგზის რეგლამენტზე და ცოტა ისეთი ფორმით მოიხსენიებდით. ამის შესაძლებლობა არცერთი წინა რეგლამენტით არ ჰქონდა არცერთ წინა პარლამენტს. ამის შესაძლებლობა აქვს ახალ პარლამენტს და ეს არის ერთერთი უმთავრესი მიღწევა, რაც ჩვენ გვაქვს ამ ოთხი წლის განმავლობაში, საპარლამენტო მუშაობის პროცესში",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ოპონენტებს სტატისტიკაც შეახსენა და აღნიშნა, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში, პლენარულ სხდომაზე წარსდგა იმაზე მეტი ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელი, ვიდრე გასული 12 წლის განმავლობაში.

„წინა 12 წლის განმავლობაში - ეს 12 წელი ფარავს თქვენს რვაწლიან მმართველობას, ამ 12 წლის განმავლობაში სულ რვაჯერ ესტუმრა პლენარულ სხდომას ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელი, მათ შორის, მინისტრი, პრემიერმინისტრი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ასე შემდეგ. 12 წელიწადში რვაჯერ. ეს არის თქვენი სტატისტიკა და ეს არის გასული 12 წლის სტატისტიკა. ეს რეკორდი მოიხსნა უკვე ამ 3 თვის განმავლობაში და გარდა ამ ფორმალური სტატისტიკისა, მნიშვნელოვანია, ასევე, შინაარსი და შინაარსს რაც შეეხება, ეს არის შემდეგი: მოდიან მინისტრები, არის სრული შესაძლებლობა იმისა, რომ დაისვას კითხვები და ამ კითხვებს მინისტრები სცემენ შესაბამის პასუხებს. მე პოლიტიკური შეფასებები არ მინდა, ზოგადად, გავაკეთო, მაგრამ რაც შეეხება წინა დებატებს, დავინახეთ, რომ ჯერჯერობით ანგარიში არის აღმასრულებელი ხელისუფლების სასარგებლოდ, ოპოზიციის წინააღმდეგ",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, საპარლამენტო ცხოვრებისთვის ნორმალურია პოლიტიკური შოუს ელემენტები, თუმცა, მთავარია, კონცენტრაცია შინაარსზე მოხდეს. პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რეგლამენტის მნიშვნელობას, ასევე, იმ შესაძლებლობებს, რომელსაც დოკუმენტი იძლევა და რეგლამენტის ავტორებს მადლობა გადაუხადა.

„საპარლამენტო ცხოვრებისთვის ნორმალურია ის, რომ თუნდაც ზედამხედველობის ფორმატში შემოგვაქვს პოლიტიკური შოუს ელემენტები. ყველა ქვეყანაში ხდება ეს ყველაფერი, მაგრამ მთავარი არის, რა თქმა უნდა კონცენტრაცია შინაარსზე. ბატონი კობა მობრძანდა, იგი გააკეთებს მოხსენებას ორივე საკითხთან დაკავშირებით, შეგეძლებათ დასვათ კითხვები, ყველა საკითხთან დაკავშირებით მიიღებთ პასუხებს, თუ რამე ნაკლოვანება დაგრჩებათ, დააზუსტებთ ამ შეკითხვებს, მიიღებთ პასუხებს, გამოხატავთ საკუთარ პოზიციებს და ამას შეხედავს, რა თქმა უნდა, ჩვენი საზოგადოება. ეს არის მიღწევა, რომელიც ჩვენ გვაქვს საქართველოს პარლამენტში და ეს არის რეგლამენტის შედეგი. რა თქმა უნდა, პრაქტიკაში ბევრი რამ მეტად უნდა განვითარდეს, მაგრამ ეს არის უზარმაზარი ნახტომი, რომელიც მოგვცა ჩვენ ახალმა რეგლამენტმა, რომელიც შედგენილია საქართველოს პარლამენტში და ამისთვის, კიდევ ერთხელ, რეგლამენტის ავტორებს, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, დიდი მადლობას გადავუხდი",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42