„Brexit-ი საქართველოს შანსია... ევროკავშირში ადგილი თავისუფალია და ჩვენ უნდა დავიკავოთ ის“ - სალომე ზურაბიშვილის უცნაური პასუხი Bloomberg-ს
პოლიტიკა - 17:19, 05 Apr, 2019     2087

სალომე ზურაბიშვილის აზრით, Brexit-ი საქართველომ ევროკავშირში შესვლისთვის უნდა გამოიყენოს და ორგანიზაციაში დიდი ბრიტანეთის ადგილი უნდა დაიკავოს. ამის შესახებ მან Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.

"ჩვენ ვაკვირდებით ამ სიტუიაციას, მისგან მაქსიმალური სარგებლის მიღების კუთხით. არსებობს ლოგიკა, რომ ქვეყანას, რომელიც ევროპისკენ მიზანმიმართულად მიდის, არ უნდა მოეპყრონ იმაზე ნაკლებად, ვიდრე იმ ქვეყანას, რომელიც ევროპიდან გადის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

"საქართველო ევროკავშირისკენ და NATO-სკენ 2003 წლის შემდეგ მიისწრაფის, რაც მის სათავეში მიხეილ სააკაშვილი მოვიდა, რომელმაც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა რუსეთიდან ევროპისკენ შემოატრიალა. კავკასიის სახელმწიფო ამ კუთხით დიდ წინააღმდეგობას აწყდება, რადგან ევროპას არ სურს წინააღმდეგობა გაუწიოს პრეზიდენტ პუტინს," - წერს გამოცემა.

67 წლის საფრანგეთში დაბადებულმა, საქართველოს პირველმა ქალმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველო მზად არის NATO-სთვის.

"სამხედრო თვალსაზრისით ჩვემ აბსოლუტურად მზად ვართ. თუ ჩვენ მივიღებთ MAP-ს, ყველა ხვდება, რომ 2 თვეში მზად ვიქნებით,:" - აღნიშნა მან.

ზურაბიშვილი ოკუპირებულ რეგიონებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ რუსეთი გამყოფ ხაზთან ყოველდღიურად აწყობს პროვოკაციებს.

Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილი, საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანის მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით სარგებლობს და ამიტომაც გახდა პირველი არჩეული პრეზიდენტი, რომელსაც, რამდენიმე წლის წინ განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად ფაქტიურად რეალური უფლებები არ გააჩნია.

სტატიის დასასრულს ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ შეეხო ევროკავშირში შესვლის შესაძლებლობას.

"ევროპა ყოველთვის აღწევდა პროგრესს სერიოზული კრიზისი პირობებში. ადგილი თავისუფალია და ჩვენ უნდა მოვიფიქროთ, როგორ დავიკავოთ ის," - აცხადებს ზურაბიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42